ფოტონიკისა და ოპტიკის აქტიური სწავლება

ფოტონიკისა და ოპტიკის აქტიური სწავლება

2014 წლის 8 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლშილიგამუსშიგაიხსნა UNESCO- და ტრიესტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით  განხორციელებული ვორქშოპიფოტონიკისა და ოპტიკის აქტიური სწავლება (ALOP) – ვორქშოპი, რომელიც მოიცავს 6 მოდულს და ეფუძნება აქტიური მეთოდებისა და იაფი ტექნოლოგიების გამოყენებას ფიზიკის სწავლებისას.

ვორქშოპის ფარგლებში ქართველ პედაგოგებთან 5 დღის განმავლობაში იმუშავეს და კოლეგებს თავიანთ გამოცდილება ფიზიკის სწავლების თანამედროვე მეთოდებში გაუზიარეს პროფესორებმა: ალექს მაზოლინიმ (სვინბურნის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ავსტრალია); დევიდ სოკოლოვმა (ორეგონის უნივერსიტეტი, აშშ) და ივან კულაბამ (ატენო დე მანილას უნივერსიტეტი, ფილიპინები). ვორქშოფზე მიწვეული იყო ფიზიკის 20 პედაგოგი საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და აკადემიური წრის 10 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

იხილეთ ფოტოები