ჩვენს შესახებ

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე საგანმანათლებლო და კვლევითი მიზნებისთვის შექმნილი ცენტრი.

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS

  • წარმართავს კვლევებს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით საქართველოში და მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებში.
  • უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების, მოდულების, კურსების, სასერთიფიკატო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას
  • ატარებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს და ვორშოფებს საქართველოს პედაგოგებთან საბუნებისმეტყველო საგნებში;
  • ზრუნავს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებასა და დანერგვაზე;
  • თანამშრომლობს სხვა, როგორც ქვეყნის, ისე საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან და რელევანტურ ორგანიზაციებთან საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარების და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში;
  • ატარებს საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციებს საბუნებისმეტყველო განათლების კუთხით
  • აწარმოებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს ცენტრის მუშაობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით

ცენტრის მიზნები და ამოცანები

  1. ცენტრის მიზანია: საბუნებისმეტყველო განათლების განვითარების ხელშეწყობა საქარველოში, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა და განვითარება, ამ მიმართულებით კვლევების წარმოების და ეროვნულ/საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის განვითარების გზით.
  2. ცენტრის ამოცანებია:

ა) სამეცნიერო კვლევების წარმოება საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით;

ბ) საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარების და დანერგვის ხელშეწყობა;

გ) თანამშრომლობის განვითარება საბუნებისმეტყველო განათლების კუთხით როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე; (ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების ინიცირება დ განხორციელება);

დ) მუშაობა საქართველოს ზოგადსაგანმანთლებლო სკოლებთან და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ცენტრის თანამშრომლები

მარიკა კაპანაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი საბუნებისმეტყველო განათლების მიამრთულებით. მისი სალექციო კურსები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეხება სწავლა სწავლების  თანამედროვე მიდგომებს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით. იგი არის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ხელმძღვანელი და ევროპის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელის Science on Stage ის წარმომადგენელი საქართველოში. მარიკა კაპანაძე 2010 წლიდან რამოდენიმე ევროპულ პროექტს ხელმძღვანელობს და ახორციელებს საქართველოში. ის არის ტემპუსის პროექტის პირველი ქართველი კოორდინატორი.  ის წარმართავს სამეცნიერო კვლევებს საბუნებისმეტყველო განათლების კუთხით, მათ შორის მრავალი ერთობლივი კვლევა აქვს ჩატარებული ევროპელ და ამერიკელ  კოლეგებთან ერთად.  ის არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც დაბეჭდილია ევროპულ და ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალებში. მარიკა კაპანაძე აქტიურადაა ჩართული მასწავლებლის მომზადების პროგრამებში საქართველოში, უძღვება მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამებს საბუნებისმეტყველო საგნებში.

მანანა ვარაზაშვილი – არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ბიოლოგიის ექსპერტი. 1985-2013 ი.ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი. 1995-2004 ღია საზოგადოება ”საქართველო” საგანმანათლებლო პროგრამის ბიოლოგიის ექსპერტი. მონაწილეობდა საერთაშორისო  პროექტებში: Georgia HIV Prevention Project (GHPP) – USAID. ”ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა” – ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მექანიზმები სკოლაში (2011წ). 2004-2007 საერთაშორისო  ორგანიზაცია “Mersi corp” – ის განათლების სპეციალისტი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1998 წ), ბიოლოგიური მეცნიერებათა დოქტორი (2005 წ). არის 47 სამეცნიერო სტატიის და ერთი გამოგონები ავტორი.

ეკატერინე სლოვინსკი –

ეკატერინე მიქაუტაძე – არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის და პრაქტიკის კოორდინატორი. 2012–2017 წლებში იყო ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოქიმიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 2012 წელს მიენიჭა ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იყო პროექტის კოორდინატორის ასისტენტი ტემპუსის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე SALiS (სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში) პროექტში. ასევე, იყო მეშვიდე ჩარჩო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების PROFILES და Chain Reaction ასისტენტი. 2014 წელს მიიღო ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტი. 2009 წელს იყო DAAD სტიპენდიანტი. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის თანაავტორი.