სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში განახორციელა პროექტი SALiS – სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში, რომლის მიზანია სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტიურად სწავლების ხელშეწყობა. პროექტი გახორციელდა ევროპელი (ირლანდია, გერმანია, ბულგარეთი) და სხვა პარტნიორი ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, ისრაელი) უნივერსიტეტების თანამშრომლობის საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში 2012 წლის 28-30 აგვისტოს გაიმართა დასკვნითი კონფერენცია.
კონფერენციის მონაწილენი ევროპელ სტუმრებთან ერთად იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ბათუმის, ქუთაისის და თელავის უნივერსიტეტის პროფესორები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგები. ჩატარდა მოხსენებები თუ როგორ ხორციელდება საბუნებისმეტყველო საგნების აქტიური სწავლების დანერგვა ევროპის სხვადასხვა ქვყეყნის სკოლებში, მის მნიშვნელობაზე და დანერგვის პერსპექტივაზე საქართველოში. ასევე ჩატარდა ვორქშოფები იაფი ტექნოლოგიების გამოყენების და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების შესაძლებლობებზე კონკრეტული ექსპერიმენტების მაგალითებზე.
იხილეთ პროგრამა
იხილეთ კონფერენციის ფოტოები