SALiS ლაბორატორია ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე
2012 წლის 29 სექტემბერს საქართველოში პირველად ჩატარდა “სამეცნიერო პიკნიკი”. ღონისძიების ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი პოლონური წარმატებული მოდელის მიხედვით გაკეთდა, რომელიც ვარშავაში იმართება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს ორგანიზებით. სამეცნიერო პიკნიკი წარმოადგენს ერთდღიან სამეცნიერო შემეცნებით ღონისძიებას ღია ცის ქვეშ, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას. სამეცნიერო პიკნიკისათვის მოეწყო კარვები, სადაც წინასწარ შერჩეული ჯგუფები საქართველოს და საზღვარგარეთის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებებიდან წარმოადგენდნენ საკუთარ მიღწევებს სხვადასახვა სახის ექსპერიმენტებითა და ინტერაქტიული გამოფენებით. პიკნიკის მთავარი ამოცანაა ხალისიანი ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტი SALiS აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნულ ღონისძიებაში.
2013 წელს 5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ილიაუნის მეორე სამეცნიერო პიკნიკი. სამეცნიერო პიკნიკში ცენტრის სახელით აქტიურად ჩაერთნენ მეშვიდე ჩარჩო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის – “PROFILES” -ის მასწავლებლებიც. პროექტს ცალკე კარავი დაეთმო. “PROFILES”- ის კარავს უამრავი ადამიანი სტუმრობდა და მონაწილეობდა საინტერესო ექსპერიმენტებში, რომლებიც პედაგოგებმა წარმოადგინეს ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის დარგში.
2014 წელის 4 ოქტომბერს ილიაუნის მესამე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა ვაკის პარკში. მესამე სამეცნიერო პიკნიკი გამოირჩეოდა სასკოლო სამეცნიერო ჯგუფების აქტიური მონაწილეობით. პროექტ “PROFILES”-ის მასწავლებლები ნინო კოკილაშვილი, ნელი ნაოჭაშვილი ნათია ბაღათრიშვილი და მარინე ბაგალიშვილი, ასევე პროექტ „ჯაჭვური რეაქციის” მონაწილე გორის მე-12 საჯარო სკოლის მასწავლებელი ალა სანამიანი, თავიანთ მოსწავლეებთან ერთად საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის – SALiS-ის კარავში აქტიურად ატარებდნენ სახალისო და შემეცნებით ექსპერიმენტებს. კარავს უამრავი ადამიანი სტუმრობდა და ხალისით ერთვებოდნენ აქტივობების განხორციელებაში. პროექტ “ჯაჭვური რეაქციის” მონაწილე მასწავლებელთა ინიციატივით ზოგიერთი სკოლა, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლა, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა, თელავის პირველი საჯარო სკოლა, ცალკე კარვებში იყო წარმოდგენილი. მოსწავლეების და მოზარდების ჩართულობა ღონისძიებაში და ინტერესი ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის დარგების მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2015 წლის 26 სექტემბერს ილიაუნის მეოთხე სამეცნიერო პიკნიკი და პირველი ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა ჩატარდა. საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის – SALiS-ის კარავში ისევ აქტიურად იყო წარმოდგენილი ახალი სახალისო ექსპერიმენტები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტ „ჯაჭვური რეაქციის“ საქართველოს გუნდი და მონაწილე სკოლები: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა,აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42–ე ფიზიკა მათემატიკური საჯარო სკოლა, ნიუტონის თავისუფალი სკოლა, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს, ქუთაისის #33 საჯარო კოლა, რუსთავის #12 საჯარო სკოლა, ბორჯომის #3 საჯარო სკოლა, თელავის #4 საჯარო სკოლა. მათ საინტერესო და სანახაობრივი ექსპერიმენტები წარუდგინეს დამთვარიელებელს და შეეცადნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეეტანათ.