პედაგოგთა სემინარი
2015 წლის 28 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „PROFILES”-ის ფარგლებში. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მასწავლებლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გააკეთეს მოხსენებები პროექტ “PROFILES”-ის საქართველოში დანერგვისა და განვითარების შესახებ.
იხილეთ სემინარის სრული პროგრამა და პრეზენტაციები
- პროექტი PROFILES – მარიკა კაპანაძე & ეკა სლოვინსკი
- რადიარდ კიპლინგისეული ექვსი მსახურის როლი კვლევაზე – მარინა ჭელიძე
- რატომ უწოდებენ სუფრის მარილს თეთრ სიკვდილს? – ნინო სააკაშვილი
- რატომ არ იჟანგება ზოგიერთი ლითონის საგანი? – ნანა კაცაძე
- რატომ თეთრი კბილები? – ხათუნა გოგალაძე
- ბუნებრივი საფუარი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში – ნათია ბაღათრიშვილი
- რით ჰგვანან ერთმანეთს ქიმიკოსები და ილუზიონისტები – რუსუდან უსტიაშვილი
- ბუნებრივი და ხელოვნური ინდიკატორები – მარინა ხომასურიძე
- გვეხმარება თუ არა საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნა ჯანსაღი კბილების შენარჩუებაში – დარეჯან მარგალიტაშვილი, ნინო ჟონჟოლაძე & ნათია ბაღათრიშვილი