პედაგოგთა ტრეინინგები პროექტის „PROFILES” ფარგლებში
პროექტი “PROFILES” მიზანი იყო კვლევაზე დაფუძნებულ საბუნებისმეტყველო განათლების განვითარების ხელშეწყობა პროექტის მონაწილე ქვეყნებში. ეს ინოვაციური შემოთავაზება დაფუძნებული იყო მასწავლებელთა თანამშრომლობაზე, დაინერგა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო მასალები და სატრენინგო პროგრამები. აღნიშნული პროგრამები, რომლებიც ფოკუსირებული იყო უკუკავშირსა და თანამშრომლობაზე, ხელს უწყობს შემოქმედებითი, პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას მოსწავლეებში. პროექტის წარმატების შეფასება მოხდა იმით, თუ როგორ ნერგავდნენ მასწავლებლები სწავლების თანამედროვე, კვლევაზე დაფუძნებულ მეთოდებს, თუ როგორ ანვითარებენ მოსწავლეები დამოკიდებულებებს ამ ახალი მიდგომის დანერგვით. პროექტის მთავარი ამოსავალი წერტილია პროექტის ინოვაციური მიდგომების გავრცელება, რისთვისაც ინტერნეტი და სხვა ინტერაქტიული საშუალებები გამოიყენება.
2013-2015 წლებში ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო 40 მასწავლებელმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ისინი გაეცნენ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს, ურთიერთთანამშრომლობით შეიმუშავეს საგაკვეთილო მოდულები ბუნებისმეტყველებაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში:
- რატომ ტივტივებს წყალში Coca-Cola Zero და იძირება ჩვეულებრივი Coca-Cola?
- რატომ არ ფუჭდება (ლპება) მურაბა, ჯემი ან ყველი და სხვა დამარილებული პროდუქტები?
- წმენდა ქიმიით – ,,ჰოლივუდის ღიმილი’’
- ვის უყვარს შოკოლადი?
- რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქროა?
- ავტოსაგზაო შემთხვევა: ვინ არის დამნაშავე?
- “ხომ არ გავიწყდებათ კბილების გახეხვა? ყოველთვის ერთსა და იმავე კბილის პასტას იყენებთ?”
- მაჭიკი – დვრიტა ანუ როგორ ამოვიყვანოთ ყველი
- რამდენად მდგრადია ცილა კერატინი და ემუქრება თუ არა homo sapiens-ს გამელოტება?