ჩვენს შესახებ

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე საგანმანათლებლო და კვლევითი მიზნებისთვის შექმნილი ცენტრი.

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS

  • წარმართავს კვლევებს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით საქართველოში და მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებში.
  • უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების, მოდულების, კურსების, სასერთიფიკატო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას
  • ატარებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს და ვორშოფებს საქართველოს პედაგოგებთან საბუნებისმეტყველო საგნებში;
  • ზრუნავს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებასა და დანერგვაზე;
  • თანამშრომლობს სხვა, როგორც ქვეყნის, ისე საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან და რელევანტურ ორგანიზაციებთან საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარების და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში;
  • ატარებს საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციებს საბუნებისმეტყველო განათლების კუთხით
  • აწარმოებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს ცენტრის მუშაობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით

ცენტრის მიზნები და ამოცანები

  1. ცენტრის მიზანია: საბუნებისმეტყველო განათლების განვითარების ხელშეწყობა საქარველოში, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა და განვითარება, ამ მიმართულებით კვლევების წარმოების და ეროვნულ/საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის განვითარების გზით.
  2. ცენტრის ამოცანებია:

ა) სამეცნიერო კვლევების წარმოება საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით;

ბ) საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარების და დანერგვის ხელშეწყობა;

გ) თანამშრომლობის განვითარება საბუნებისმეტყველო განათლების კუთხით როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე; (ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების ინიცირება დ განხორციელება);

დ) მუშაობა საქართველოს ზოგადსაგანმანთლებლო სკოლებთან და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ცენტრის თანამშრომლები

მარიკა კაპანაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი საბუნებისმეტყველო განათლების მიამრთულებით. მისი სალექციო კურსები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეხება სწავლა სწავლების  თანამედროვე მიდგომებს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით. იგი არის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე ევროპის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელის Science on Stage ის წარმომადგენელი საქართველოში. მარიკა კაპანაძე 2010 წლიდან რამოდენიმე ევროპულ პროექტს ხელმძღვანელობს და ახორციელებს საქართველოში. ის არის ტემპუსის პროექტის პირველი ქართველი კოორდინატორი.  ის წარმართავს სამეცნიერო კვლევებს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით, მათ შორის მრავალი ერთობლივი კვლევა აქვს ჩატარებული ევროპელ და ამერიკელ  კოლეგებთან ერთად.  ის არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც დაბეჭდილია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. მარიკა კაპანაძე აქტიურადაა ჩართული მასწავლებლის მომზადების პროგრამებში საქართველოში, უძღვება მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამებს საბუნებისმეტყველო საგნებში.

მანანა ვარაზაშვილი –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ბიოლოგიის ექსპერტი. 1985- 2013 ი.ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი. 1995-2004 ღია საზოგადოება ”საქართველო” საგანმანათლებლო პროგრამის ბიოლოგიის ექსპერტი. მონაწილეობდა საერთაშორისო  პროექტებში: Georgia HIV Prevention Project (GHPP) – USAID. ”ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა” – ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მექანიზმები სკოლაში (2011წ). 2004-2007 საერთაშორისო  ორგანიზაცია “Mersi corp” – ის განათლების სპეციალისტი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1998 წ), ბიოლოგიური მეცნიერებათა დოქტორი (2005 წ). არის 47 სამეცნიერო სტატიის და ერთი გამოგონები ავტორი.

ეკატერინე სლოვინსკი –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

თამარ დობორჯგინიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და გენეტიკის მაგისტრი. 2005  წლიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული პედაგოგიურ საქმიანობაში- ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებელი.  2017 წლის საერთაშორისო ფესტივალის – Science on Stage ( უნგრეთი) მონაწილე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საგანმანათლებლ კვლევითი ცენტრი SALiS  ეროვნული ფესტივალის „ მეცნიერება მთავარ როლში“ მონაწილე ( 2018 ,2020, 2022 წლები)