მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია 2015

მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია 2015

ა.წ. 14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროექტის „ჯაჭვური რეაქცია“ ფარგლებში.  კონფერენციაში 2014-2015 სასწავლო წელს საქართველოს ხუთი სკოლა იღებდა მონაწილეობას:

  • აკად. ილია ვეკუას სახელობის 42–ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა, თბილისი
  • ნიუტონის თავისუფალი სკოლა, თბილისი
  • სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს, თბილისი
  • პირველი საჯარო სკოლა, ბოლნისი
  • 33-ე საჯარო სკოლა, ქუთაისი

კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა კვლევითი პროექტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში როგორც სასესიო, ასევე საგამოფენო ფორმატში. მოსწავლეებმა კვლევითი პროექტების „მწვანე ნათება“, „მწვანე გათბობა“, „თვალი თვალს რომ მოშორდება გული გადასხვაფერდება“, „მწვანე ტურბინა“ და „გამოვკვებოთ მსოფლიო“ განხორციელებისას მიღებული შედეგები გააცნეს აუდიტორიას, იმსჯელეს მომავალი კვლევების შესახებ ამ მიმართულებით. სასესიო მოხსენებების შემდეგ საინტერესო დისკუსიები გაიმართა, რომელიც სტენდური მოხსენებების დროს გაგრძელდა.

წარმოდგენილ კვლევით პროექტებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, განათლების სპეციალისტების და მასწავლებლებისგან შედგებოდა. ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით თბილისის 42-ე საჯარო სკოლის ორ პროექტს  – “მწვანე გათბობა” და “მწვანე ტურბინა”  მიენიჭა გრან პრი და პროექტის გუნდმა საქართველოს სახელით საერთაშორისო კონფერენციაში ჰაიდელბერგში (გერმანია) მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ჟიურის გადაწყვეტილებით დანარჩენი ნომინაციები ასე განაწილდა:

  • საუკეთესო პროექტი – “თვალი თვალს რომ მოშორდება გული გადასხვაფერდება”,  სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს, თბილისი;
  • საუკეთესო სარეკლამო რგოლები – ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა;
  • საუკეთესო პრაქტიკული იდეა – ნიუტონის თავისუფალი სკოლა, თბილისი;
  • საუკეთესო მოდელები – ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა;

იხილეთ პროგრამა
იხილეთ კონფერენციის ფოტოები
იხილეთ კონფერენციის ვიდეოჩანაწერი

იხილეთ პრეზენტაციები