SALiS ტრენინგი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში TEMPUS – ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი SALiS, რომლის მიზანი იყო სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტიურად სწავლების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდა ევროპელი (ირლანდია, გერმანია, ბულგარეთი) და სხვა პარტნიორი ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, ისრაელი) უნივერსიტეტების თანამშრომლობის საფუძველზე. 2011 წლის 26-29 სექტემბერს ამ პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველად ეწვივნენ ევროპელი საბუნებისმეტყველო განათლების სპეციალისტები და ჩაატარეს ტრენინგი მოსწავლეთა აქტიურ სწავლებაზე. აღნიშნული ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს. ტრენინგის მონაწილენი იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ბათუმის, ქუთაისის და თელავის უნივერსიტეტის პროფესორები, განათლების სპეციალისტები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.