პროფესორ ინგო აილკსის (ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია) ვიზიტი

პროფესორ ინგო აილკსის  (ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია) ვიზიტი

2016 წლის 1-7 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრს, „SALiS“, ERASMUS+ ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ეწვია ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი, ინგო აილკსი. ის გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, 2004 წლიდან კი ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორია და ბუნებისმეტყველების დიდაქტიკის ინსტიტუტში ქიმიის მიმართულებას ხელმძღვანელობს. ინგო აილკსი არის ბუნებისმეტყველებისა და ქიმიის მასწავლებლებისთვის 500-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი, პროფესორ აილკსს რეგულარულად იწვევენ საბუნებისმეტყველო განათლების კონფერენციებზე მოხსენების წასაკითხად. იგი მრავალი სამეცნიერო ჯილდოს ავტორია და აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო პროექტებში.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი აილკსი შეხვდა ილიაუნის განათლების სკოლის პროფესორებს და ჩაატარა სემინარი თემაზე: მასწავლებელთა განათლება გერმანიაში და პრაქტიკული კვლევის დანერგვა. ასევე წაიკითხა საჯარო ლექცია განათლების სპეციალისტებისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისათვის თემაზე: „ბუნებისმეტყველების სწავლება ლანს არმსტრონგიდან დენის როდმანამდე – სწავლების თანამედროვე მიდგომები” და შეხვდა უნივერსიტეტის მაგისტრანტებს და დოქტორანტებს განათლების მიმართულებით.

იხილეთ ფოტოები