მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა პროექტ LeAGUe ფარგლებში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა პროექტ LeAGUe ფარგლებში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროექტის – „LeAGUe – ქსელი უწყვეტი განათლების განვითარებისთვის სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში“ – ფარგლებში, ახორციელებს მასწავლებლის პროფესიული მომზადების, კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამას. პროგრამა, რომელიც დაიწყო 2016 წლის 22 ივნისს და დასრულდა 13 ივლისს, მოიცავს როგორც პრაქტიკულ სამუშაოს საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ლაბორატორიაში, ასევე დისტანციური სწავლების ელემენტებსაც Moodle პორტალის გამოყენებით. საქართველოს რეგიონებიდან შეირჩა 15 პედაგოგი, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროგრამის განხორციელებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტრენინგის თემაა – “ბუნებისმეტყველების კვლევაზე დაფუძნებული სწავლება დაწყებით საფეხურზე”.

იხილეთ ფოტოები