ფოტონიკისა და ოპტიკის აქტიური სწავლება
2014 წლის 8 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსში” გაიხსნა UNESCO-ს და ტრიესტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ვორქშოპი – ფოტონიკისა და ოპტიკის აქტიური სწავლება (ALOP) – ვორქშოპი, რომელიც მოიცავს 6 მოდულს და ეფუძნება აქტიური მეთოდებისა და იაფი ტექნოლოგიების გამოყენებას ფიზიკის სწავლებისას.
ვორქშოპის ფარგლებში ქართველ პედაგოგებთან 5 დღის განმავლობაში იმუშავეს და კოლეგებს თავიანთ გამოცდილება ფიზიკის სწავლების თანამედროვე მეთოდებში გაუზიარეს პროფესორებმა: ალექს მაზოლინიმ (სვინბურნის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ავსტრალია); დევიდ სოკოლოვმა (ორეგონის უნივერსიტეტი, აშშ) და ივან კულაბამ (ატენო დე მანილას უნივერსიტეტი, ფილიპინები). ვორქშოფზე მიწვეული იყო ფიზიკის 20 პედაგოგი საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და აკადემიური წრის 10 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.