ბუნებისმეტყველების კვლევაზე დაფუძნებული სწავლება

ბუნებისმეტყველების კვლევაზე დაფუძნებული სწავლება

2013 წლის 5  –  7  ოქტომბერს  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტს  ესტუმრენ  ისრაელიდან ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების  ცენტრის  ხელმძღვანელი  დოქტორი რახელ მამლოკნაამანი და ამავე ინსტიტუტის ქიმიური ფიზიკის განყოფილების პროფესორი რონ ნაამანი. 5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა „სამეცნიერო პიკნიკი“, რომელსაც ჩვენი სტუმრებიც დაესწრნენმათ მოიწონეს ღონისძიება და აპირებენ სამომავლოდ დანერგონ მსგავსი პიკნიკი ისრაელში.

ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტში  ევროკავშირის  მიერ   მე-7  ჩარჩო  პროგრამის  ფარგლებში დაფინანსებული  პროექტის  PROFILES-ის  ფარგლებში  6  ოქტომბერს  დოქტორ  რახელ  მამლოკნაამანმა ჩაატარა   ვორქშოფი პროექტის მონაწილე მასწავლებლებთანპედაგოგები  გაეცნენ    სწავლების თანამედროვეკვლევაზე  დაფუძნებულ  მეთოდებსინტერესით  ჩაერთნენ  სხვადასხვა  კვლევით აქტივობაში.

ოქტომბერს პროექტ „PROFILES”-ის ფარგლებში უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე:„საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლების განათლება: საჭიროებები და მიდგომები“. მომხსენებლებიდოქტორი  რახელ მამლოკნაამანი  და  პროფესორი  რონ  ნაამანილექციას ესწრებოდნენ  პროექტ  „PROFILES” ის მასწავლებლები, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებიპედაგოგები სხვადასხვა საჯარო სკოლებიდანსტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას შორის საინტერესო
დისკუსია  გაიმართა.

იხილეთ ფოტოები