პრაქტიკული კვლევა – ინოვაციური მიდგომა საბუნებისმეტყველო განათლებაში – 26.06.2018

ა.წ. 26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ერაზმუსის პროექტ ARTIST ის ფარგლებში ’’პრაქტიკული კვლევა – ინოვაციური მიდგომა საბუნებისმეტყველო განათლებაში.’’ კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს როგორც ჩამოსულმა სტუმრებმა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე პროექტის მონაწილე ქართველმა მასწავლებლებმა.  მასწავლებლებმა წარმოადგინეს საკუთარი პრაქტიკული კვლევის მაგალითები პოსტერების სახით.

კონფერენციას ესწრებოდნენ საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. გაიმართა საინტერესო დისკუსია პრაქტიკული კვლევის შესახებ.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა და სტუმართა პრეზენტაციები, მასწავლებელთა პოსტერები.