დოქტორ დვორა კატჩევიჩის (ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტი, ისრაელი) საჯარო ლექცია

დოქტორ დვორა კატჩევიჩის (ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტი, ისრაელი) საჯარო ლექცია

2015 წლის 22 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ისრაელის ვაიცმანის ინსტიტუტის თანამშრომელმა, დოქტორმა დვორა კატჩევიჩმა წაიკითხა საჯარო ლექცია – ”არგუმენტებული მსჯელობის როლი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში”. ქალბატონი კატჩევიჩი დიდი ხანია თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევის ცენტრთან SALiS. ვაიცმანის ინსტიტუტთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა რამდენიმე სამეცნიერო კვლევა, შეიმუშავა საქართველოში ბუნებისმეტყველების მასწავლებელთა სატრენინგო მოდულები და სამუშაო მასალები კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობის მიზნით.

იხილეთ ფოტოები