მოსწავლეთა პირველი ეროვნული კონფერენცია 2014

მოსწავლეთა პირველი ეროვნული კონფერენცია 2014

2014 წლის 15 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა პირველი ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროექტის “ჯაჭვური რეაქცია“–ის ფარგლებში. კონფერენციაში საქართველოს ხუთი სკოლა მონაწილეობდა: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა (თბილისი), სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“ (თბილისი), პირველი საჯარო სკოლა (თელავი), კერძო სკოლა ”ქართული სკოლა” (ქუთაისი), მეთორმეტე საჯარო სკოლა (გორი).

კონფერენცია მოიცავდა როგორც სასესიო მუშაობას, ასევე სტენდურ მოხსენებებს. მოსწავლეებმა წარადგინეს კვლევითი პროექტების „მწვანე ნათება“ და „მცენარეები კოსმოსში“ განხორციელებისას მიღებული შედეგები და მოდელები, იმსჯელეს მომავალი კვლევების შესახებ ამ მიმართულებით. მოხსენებების შემდეგ საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

მოხსენებებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომელშიც ჩვენი უნივესიტეტის პროფესორების გარდა განათლების სპეციალისტები და სხვა უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით საერთაშიროსო კონფერენციაში, რომელიც 2014 წლის მაისში შეფელდში (ინგლისი) გაიმართა, საქართველოს სახელით ბაქსვუდის საერთაშიროსო სკოლა წარსდგა.

იხილეთ პროგრამა
იხილეთ კონფერენციის ფოტოები
იხილეთ კონფერენციის ვიდეო ჩნაწერი

იხილეთ პრეზენტაციები