საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

მოსწავლეთა ლაბორატორია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის

მოსწავლეთა ლაბორატორია

მოსწავლეთა ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – დაწყებითი საფეხური

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS აგრძელებს მოსწავლეთა ლაბორატორიების პროექტს.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებიდან ვიწვევთ მე-4  – მე-6 კლასის მოსწავლეებს და მათი ბუნებისმეტყველების მასწავლებლებს, რომელებიც ჩაატარებენ კვლევით აქტივობებს ილიაუნის SALiS ლაბორატორიაში.

ლაბორატორიები ჩატარდება სამშაბათობით, 12.00 საათიდან,  ხანგრძლივობა – 2 საათი.

კვლევითი ექსპერიმენტების თემატიკა: „ყველაფერი წყლის შესახებ“. ლაბორატორიულ სამუშაოებს უძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები.

 

მისამართი: გიორგი წერეთლის #1, ილიას უნივერსიტეტის G კორპუსი, მეხუთე სართული, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ლაბორატორია

  გთხოვთ გაითვალისწინოთ, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას უნივერსიტეტში და უკან სკოლა უზრუნველყოფს.

 

  მსურველებს გთხოვთ შეავსოთ განაცხადი შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeHaU-aZkIqm8sQ9fi43lLFeiYL2vfM76-dSabpGDh4gTk6EA/viewform?usp=sharing

 

  ლაბორატორიაში მოწვეული  იქნებიან სკოლები, რომელებიც  ჩვენგან მიიღებენ დასტურს და დამატებით შეტყობინებას. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთი ვიზიტისას მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – ერთდროულად მხოლოდ 20 მოსწავლესთან შეგვიძლია მუშაობა კვლევით ექსპერიმენტებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ : salis@iliauni.edu.ge

 

საერთაშორისო კონკურსი – მომავლის ლიგა მოსწავლეთა ლაბორატორია ფიზიკაში

Related Posts

317292962_546512513554369_740046953624178731_n

მოსწავლეთა ლაბორატორია

მოსწავლეთა ლაბორატორია ფიზიკაში

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ