salis.iliauni.edu.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

მოსწავლეთა ლაბორატორია ფიზიკაში

მოსწავლეთა ლაბორატორია

 

მოსწავლეთა ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 

ფიზიკა

Საბაზო და საშუალო საფეხური

 

მოგესალმებით, 

 

SALiS ლაბორატორიაში მოსწავლეთა ლაბორატორიების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ვეპატიჟებით საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, რომელებიც ჩაატარებენ სასკოლო კვლევით აქტივობებს ფიზიკაში. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებიდან ვიწვევთ მე-9  – მე-12 კლასის მოსწავლეებს და მათი ფიზიკის მასწავლებლებს.  ლაბორატორიულ სამუშაოებს უძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები. ლაბორატორიები ჩატარდება ორშაბათობით ან/და ოთხშაბათობით წინასწარი შეთანხმების შემდეგ. “მოსწავლეთა ლაბორატორიის”  ხანგრძლივობაა  2 საათი.

ექსპერიმენტების თემატიკა იქნება:  ხახუნის ძალა, კუთრი სითბოტევადობა, მათემატიკური ქანქარა.

 

მისამართი: გიორგი წერეთლის #1, ილიას უნივერსიტეტის G კორპუსი, მეხუთე სართული, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ლაბორატორია

გთხოვთ გაითვალისწინოთ, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას უნივერსიტეტში და უკან სკოლა უზრუნველყოფს.

 

მსურველებს გთხოვთ შეავსოთ განაცხადი შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/yhgJ5QEzT9oTzCs89

 

ლაბორატორიაში მოწვეული  იქნებიან სკოლები, რომელებიც  ჩვენგან მიიღებენ დასტურს და დამატებით შეტყობინებას. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთი ვიზიტისას მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.  

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ : salis@iliauni.edu.ge

 

მოსწავლეთა ლაბორატორია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის კონკურსი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის

Related Posts

61447575_10219174756703524_6367749320850014208_n

მოსწავლეთა ლაბორატორია

მოსწავლეთა ლაბორატორია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის

salis.iliauni.edu.ge
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ