მოსწავლეთა ლაბორატორია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
მოსწავლეთა ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – დაწყებითი საფეხური
მოგესალმებით,
SALiS ლაბორატორიაში მოსწავლეთა ლაბორატორიების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ვეპატიჟებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომელებიც ატარებენ სასკოლო კვლევით აქტივობებს. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებიდან ვიწვევთ მე-4, მე- 5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს და მათ ბუნებისმეტყველების მასწავლებლებს. ლაბორატორიულ სამუშაოებს უძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მიმართულების სტუდენტები და პროფესორები. ლაბორატორიები ჩატარდება ორშაბათობით ან/და ოთხშაბათობით წინასწარი შეთანხმების შემდეგ. “მოსწავლეთა ლაბორატორიის” ხანგრძლივობაა 2 საათი.
მისამართი: გიორგი წერეთლის #1, ილიას უნივერსიტეტის G კორპუსი, მეხუთე სართული, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ლაბორატორია
გთხოვთ გაითვალისწინოთ, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას უნივერსიტეტში და უკან სკოლა უზრუნველყოფს.
მსურველებს გთხოვთ შეავსოთ განაცხადი შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/RfvXCgY1Y2u64wKq7
ლაბორატორიაში მოწვეული იქნებიან სკოლები, რომელებიც ჩვენგან მიიღებენ დასტურს და დამატებით შეტყობინებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთი ვიზიტისას მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ : salis@iliauni.edu.ge