საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

ERASMUS-ის პროექტ PRESS-ის საერთაშორისო კონფერენცია

სიახლე

  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

  კონფერენცია ტარდება ERASMUS-ის პროექტის PRESS-ის  (https://press-project.eu/) ფარგლებში.

  კონფერენციის თემა – “საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის”.   

  კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი და საჯარო სკოლების აკადემიურ პერსონალს და პედაგოგებს. ასევე, პირებს, რომლებიც დაინტერსებულნი არიან საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესების საკითხებით და  მდგრადი განვითარების მიდგომების ინტეგრირებით სასწავლო პრაქტიკაში.

  კონფერენცია ჩატარდება 2025 წლის 8 და 9 სექტემბერს

  კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

  კონფერენციაზე წარმოდეგნილი იქნება მოხსენებები და ვორქშოპები ქართველი და უცხოელი მკვლევარების მონაწილეობით. ვორქშოპებს ჩაატარებენ ბრემენის (გერმანია), ჰელსინკის (ფინეთი), კლაგენფურტის (ავსტრია), ნეგერი მალანგის (ინდონეზია), სულთან აგენგ ტირტაიასის (ინდონეზია), ბათუმის (საქართველო) და ილიაუნის (საქართველო) უნივერსიტეტების, ასევე დევიდ იელინის (ისრაელი) და ჰაიფას არაბული აკადემიური კოლეჯების (ისრაელი) აკადემიური პერსონალი.

  კონფერენციის დეტალური პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება.

  მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 15 ივლისს და დასრულდება 22 აგვისტოს. გიზიარებთ სარეგისტრაციო ფორმას:

https://forms.gle/Acykwdap12rhKSGUA

  კონფერენციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ წარადგინონ პოსტერ მოხსენება*, ან დარეგისტრირდნენ მონაწილედ.

* პოსტერ მოხსენების წარდგენის მსურველებმა თავიანთი მოხსენების მოკლე აბსტრაქტი (მაქსიმუმ 300 სიტყვა) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე:  salis@iliauni.edu.ge. გამოგზავნის ბოლო თარიღი – 8 აგვისტო.

აბსტრაქტი უნდა ასახავდეს მომხსენებლის საუკეთესო პრაქტიკას განათლების მდგრადი განვითარების დანერგვის შესახებ.

დასტურს პოსტერის აბსტრაქტის მიღების შესახებ და ტექნიკურ მოთხოვნებს პოსტერის მომზადებასთან დაკავშირებით, პედაგოგები მიიღებენ 15 აგვისტომდე.

პოსტერის წარდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში.

  კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადი**:

100 ლარი – აკადემიური პერსონალისა და პედაგოგებისთვის

50 ლარი – სტუდენტებისთვის

**სარეგისტრაციო გადასახადის ჩარიცხვა უნდა მოხდეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგარიშზე.

რეკვიზიტები: მიმღები ბანკი  – სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი – TRESGE 22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 7 0901 7519;
დანიშნულება: PRESS ის კონფერენცია.

სარეგისტრაციო გადასახადი არ მოიცავს მგზავრობის და განთავსების ხარჯებს ბათუმში.

  ყველა მონაწილისთვის გაიცემა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილის სერთიფიკატი.

  გთხოვთ, მოგვმართოთ ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Email: shorenagabaidze@bsu.edu.ge

Tel:514644242

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS

Email: salis@iliauni.edu.ge

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“ პროექტის „PRESS“ – საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის ფინალური საერთაშორისო კონფერენცია და კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა

Related Posts

ge_pic_22824_1_b

სიახლე

პროექტის „PRESS“ – საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის ფინალური საერთაშორისო კონფერენცია და კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა

ALX_6451

Science on Stage საქართველო, სიახლე

მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

356811987_643332214497411_5134097747159696276_n

Science on Stage საქართველო, სიახლე

მესამე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ