Science on Stage საქართველო
- Science on Stage საქართველო
- Uncategorized
- Uncategorized @ka
- ვებინარები
- მოსწავლეთა ლაბორატორია
- სიახლე
- სიახლე old
- ფესტივალები
მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
- თამარ ტურაშვილი – ბაქტერიები ჩვენ ირგვლივ: ხელოვნური ინტელექტიდან ინკუბატორამდე
- მარიკა ცინცაძე – მზის პანელის ეფექტურობის გაუმჯობესება
- ელისო აბრამიშვილი, ინგა მოსიაშვილი – წყლის მინერალიზაცია და კარსტულ პროცესებზე დაკვირვება: ინტეგრირებული ბიოქიმიური და ტექნოლოგიური კვლევა
- დეა მელიქიშვილი, თათული ბლიაძე – როგორი ამინდი იქნება დღეს?! – ამინდის მაძიებელთა კლუბი
საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით.
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო
5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ევროპის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელის “მეცნიერება მთავარ როლში” (Science on Stage) საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით. ილიას უნივერსტიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS არის ამ ქსელის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, კერძო და საჯარო სკოლებიდან. შეხვედრაზე 2024 წლის ფინეთის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე პედაგოგებმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, ასევე განიხილეს სიახლეები მომავალ ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით. ეროვნული ფესტივალი ა.წ. 28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ფესტივალი კი 2026 წლის 28-31 მაისს კლაიპედაში (ლიეტუა) გაიმართება.
ბმულის სახით გიზიარებთ შეხვედრის ვიდეო ჩანაწერსა და სასარგებლო რესურებს:
Science on Stage საინფორმაციო შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი
ზოგადი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ
თამარ ტურაშვილი, მაკა მაკარიძე
საინფორმაციო შეხვედრა მეოთხე ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო
https://iliauni-edu-ge.zoom.
Meeting ID: 836 8659 3908
Passcode: 059349
ევროპის მე-13 ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო
ევროპის მე-13 ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“ 2024 წლის 12-15 აგვისტოს ტურკუში, ფინეთში გაიმართა.
დაწყებითი და საშუალო სკოლების 450 მასწავლებელმა მთელი ევროპიდან კრეატიული STEM იდეები წარმოადგინა. ფესტივალიის მონაწილეები შეირჩა ეროვნული ღონისძიებების შედეგად 30-ზე მეტ ქვეყანაში.
საქართველოდან ოთხი ეროვნული, ერთი ერთობლივი (შვედეთთან) და ერთიც საერთაშორისო კონკურსში მონაწილე პროექტი იყო წარმოდგენილი ფესტივალზე.
მასწავლებლები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (ნინო აბესაძე, თამარ ტურაშვილი, ინესა ბეჟანოვა, ქეთევან ტატიშვილი, ნინო ფსუტური, მაკა მაკარიძე, ნათია ბაღათრიშვილი) აქტიურად იყვნენ ჩართული ფესტივალის სამუშაო პროცესში. ფესტივალის ფოტოები იხილეთ ბმულზე:
ევროპული ფესტივალი 2024-ის ოფიციალური ვებგვერდის მოსანახულებლად ეწვიეთ ბმულს: https://www.sons2024.eu/
მესამე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
საერთაშორისო პროექტი საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის – “კვანტური კომპიუტინგი (გამოთვლები) STEM განათლებაში”
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
- მეტი მოსწავლე დაინტერესდეს კვანტური კომპიუტინგით და მოხდეს ამ სფეროსთან დაკავშირებული სასწავლო რესურსების განვითარება და პრაქტიკაში დანერგვა.
- ისეთი რესურსების შექმნა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება, თუნდაც მცირე გამოცდილების მქონე მასწავლებლებისთვის (ფიზიკის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით).
- მოსწავლეებმა დაინახონ და გაიაზრონ ამ დარგის მნიშვნელობა და შეისწავლონ ფუნდამენტური კვანტური მექანიკის ცნებები.
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება მოსწავლეებში.
განაცხადის წარდგენის პროცესი:
https://www.science-on-stage.
პროექტში შეირჩევა საბაზო და საშუალო საფეხურის 20 მასწავლებელი ევროპის სხავადსხვა ქვეყნიდან, რომლებიც იმუშავებენ საერთაშორისო გუნდში 2 წლის განმავლობაში. შერჩევის შემთხვევაში, მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ 2 შეხვედრაში – პირველი შეხვედრა იგეგმება 2024 წლის დასაწყისში (26-29 იანვარი ან 16-18 თებერვალი), მეორე კი 2025 წლის გაზაფხულზე. ორივე შეხვედრაში მონაწილეობა სავალდებულოა.
ცხოვრების და კვების ხარჯები მთლიანად დაფინანსდება ორგანიზატორების მიერ.ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა იმ დონეზე, რომ პედაგოგებმა მუშაობა შეძლონ საერთაშორისო ჯგუფში.
.
შევსებული განაცხადი უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: d.neumann@science-
ვორქშოპი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
მეორე საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
2023 წლის 20 მარტს ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობით დაინტერესებული პედაგოგებისთვის გაიმართა მეორე საინფორმაციო შეხვედრა.
გიზიარებთ შეხვედრის ჩანაწერს და პრეზენტაციას:
მეორე საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით
მესამე ეროვნული ფესტივალი
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებიმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS და „მეცნიერება მთავარ როლში (Science on Stage) საქართველო“ საბუნებისმეტყველო საგნების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებს იწვევს მესამე ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ფესტივალის დევიზია – მასწავლებლები მასწავლებლებისთვის.
მესამე ეროვნული ფესტივალი ჩატარდება 2023 წლის 24 ივნისს.
საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს ფესტივალზე საშუალება ექნებათ წარადგინონ ის კვლევითი პროექტები და ინოვაციური იდეები, რომლებსაც მოსწავლეებთან ერთად ახორციელებენ.
ფესტივალზე წარმოდეგნილი იქნება შემდეგი მიმართულებები:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პატარებისთვის
(პროქტები ბაღის, სკოლამდელი განათლებისა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის)
- საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის
(პროექტში უნდა წარმოჩინდეს, როგორ უწყობს ხელს STEM განათლება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას)
- ტექნოლოგიები საბუნებისმეტყველო განათლებაში
(პროექტები, რომელიც გულისხმობს კოდირებას, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, ქსელების უსაფრთხოებას, ვირტუალურ რეალობას (VR) და ხელოვნურ ინტელექტს (AI))
- მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომები საბუნებისმეტყველო განათლებაში
(პროექტი უნდა წარმოაჩენდეს ბუნებისმეტყველების ორიგინალური სწავლების მეთოდებს – ინკლუზიური განათლება, განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეები, უფროსი და უმცროსი მოსწავლეების თანამშრომლობა, მრავალეროვანი, ან მრავალენოვანი კლასები და სხვა)
- შემოქმედებითი მიდგომა საბუნებისმეტყველო განათლებაში – STEAM
(საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება სხვადასხვა საგნებთან ინტეგრაციის გზით – ხელოვნება, სპორტი, მუსიკა, ტექნოლოგიები და სხვა)
- იაფი ტექნოლოგიები STEM განათლებაში
(იაფი ტექნოლოგიების გამოყენება – დაბალბიუჯეტიანი პროქტები)
- STEM მომავალი მასწავლებლებისთვის
(პროექტები, რომლებიც შემუშავდა მასწავლებელთა მომზადების პროგრამების განხორციელებისას).
ფესტივალზე ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს მოდელის და პოსტერის სახით.
შეფასების კრიტერიუმები:
- პროექტის იდეა ორიგინალურია
- პროექტი ხელს უწყობს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას
- პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის ზრდას
- პროექტი ხელს უწყობს განათლებას მდგრადი განვითარებისთვის
- პროექტი დაკავშირებულია მოსწავლეთა ყოველდღიურ ცხოვრებასთან
- პროექტის განხორციელება რეალისტურია სასკოლო გარემოში და მოითხოვს გონივრულ დანახარჯებს
Science on Stage საქართველოს ჟიურის წევრების მიერ შერჩეული პროექტები მოწვეული იქნებიან მესამე ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობისთვის.
ეროვნული ფესტივალის ფარგლებში შეირჩევა ოთხი საუკეთესო პროექტი, რომელიც თავის მხრივ, მონაწილეობას მიიღებს Science on Stage საერთაშორისო ფესტივალზე 2024 წლის 12-15 აგვისტოს, ფინეთის ქალაქ ტურკუში.
Science on Stage საერთაშორისო ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.science-on-stage.eu/science-stage-festival-2024
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეროვნულ ფესტივალზე პროექტს შესაძლებელია ჰყავდეს რამდენიმე ავტორი, მაგრამ, საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად, მათგან მხოლოდ ერთი წარადგენს პროექტს საერთაშორისო ფესტივალზე.
ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ფორმაში წარმოადგინონ პროექტის მოკლე აღწერა (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა – 250) და შესაბამისი ვიდეო (მაქსიმალური ხანგრძლივობა – 2წთ.) გთხოვთ, თქვენი პროექტები გაგვიზიაროთ ა.წ. 28 მაისამდე Google Forms საშუალებით.
https://forms.gle/EYmev9AfzARGYLxX8
ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობით დაინტერესებული პედაგოგებისთვის ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის საშუალებით ა.წ. 20 მარტს, 19.00 საათზე.
https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86753619741
Meeting ID: 867 5361 9741
ფესტივალის შესახებ შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით:
salis@iliauni.edu.ge
















