ევროპის 14-ე ფესტივალი “მეცნიერება მთავარ როლში”
Science on Stage-ის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა 2026 წლის 28-31 მაისს ლიეტუვაში, კლაიპედაში.
ფესტივალზე ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნიდან 450 დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებელი მონაწილეობდა, რათა გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის STEM-ის შემოქმედებითი და ინოვაციური იდეები. საქართველოდან წელს შვიდი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ორი მომავალი მასწავლებელი გაემგზავრა ფესტივალზე, რომლებმაც წარადგინეს თავიანთი ინოვაციური პროექტები, ასევე ერთობლივი ნამუშევრები ევროპელ კოლეგებთან ერთად.
კლაიპედას ფესტივალზე საქართველოს გუნდი: ელისო აბრამიშვილი და ინგა მოსიაშვილი, თათული ბლიაძე და დეა მელიქიშვილი, თამარ ტურაშვილი, მარიკა ცინცაძე. ერთობლივი პროექტები წარადგინეს: ინესა ბეჯანოვამ, მაკა მაკარიძემ და თამარ ჯიბლაძემ.
Science on Stage-ის მე-5 ეროვნული ფესტივალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2027 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
ფესტივალის ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:
https://salis.iliauni.edu.ge/science-on-stage-is-me-14-saerthashoriso-phestivali/



