იმოქმედე დღესვე! დაიწყე სასწავლო წელი მდგრადი განვითარებით
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ევროპული პლატფორმა Science on Stage გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ინსტაგრამის გამოწვევაში: ,,იმოქმედე დღესვე! დაიწყე სასწავლო წელი მდგრადი განვითარებით“.
მდგრადი განვითარება მნიშვნელოვანი საკითხია განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. თუ ხართ სკოლის მასწავლებელი, რომელიც აქტიურად მუშაობს მოსწავლეებთან STEM მიმართულებით, საშუალება გეძლევათ, მსოფლიოს გააცნოთ თქვენი პროექტი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS Science on Stage-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, შესაბამისად, ქართველ მასწავლებლებს შეუძლიათ, თუ სურთ, ჩაერთონ ამ წამოწყებაში.
კონკურსის მიზანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და აჩვენონ, როგორ ახერხებენ მდგრადი განვითარების 17 მიზნის (SDG) STEM-გაკვეთილებში გაერთიანებას.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა:
მონაწილეობის მისაღებად ინსტაგრამზე უნდა ატვირთოთ მაქსიმუმ 90-წამიანი ვიდეო, რომელშიც აჩვენებთ პროექტის შინაარსსა და კავშირს მდგრად განვითარებასთან, ასევე უნდა ახსნათ, მას კლასში როგორ ახორციელებთ.
აუცილებელია ვიდეოზე მონიშნოთ/დათაგოთ Science on Stage Europe, რომ შესაძლებელი იყოს თქვენი ვიდეოს გაზიარება Science on Stage-ის გვერდზე (@scienceonstageeurope).
ყველაზე მეტი მოწონების მქონე ვიდეო მიიღებს სიმბოლურ პრიზებს.
კონკურსი მიმდინარეობს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე.
დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: here.
#sdginstem
________________________________________________________________________
კონკურსის წესები და პირობები:
- ღონისძიების ორგანიზატორია: Science on Stage Europe e.V-ის ოფისი ბერლინში;
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მასწავლებლებს – Science on Stage-ის პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს;
- კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის დაწესებული გადასახადი;
- კონკურსში მონაწილეობით მასწავლებელი ეთანხმება და დაიცავს კონკურსის პირობებს;
- კონკურსის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია და დამატებითი პირობები მოცემულია ბმულზე: https://bit.ly/3u2ttgt;
- კონკურსი ჩატარდება ინსტაგრამზე;
- ერთ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ერთი ჩანაწერის ატვირთვა;
- კონკურსი სრულდება 2021 წლის 1 ნოემბერს. ამ თარიღის შემდეგ მიღებული ვიდეოები არ განიხილება;
- მონაწილეობისთვის უნდა დაიცვათ კონკურსის წესები:
- ატვირთეთ 90-წამიანი ვიდეო ინსტაგრამზე (IGTV). რომელშიც აჩვენებთ თქვენს პროექტს, თუ როგორ ჩართეთ კლასის მუშაობაში მდგრადი განვითარების მიზნები;
- ვიდეოს ატვირთვისას აუცილებლად უნდა მონიშნოთ/დათაგოთ Science on Stage Europe (@scienceonstageeurope);
- კონკურსის ვადა: 2021 წლის 1 ოქტომბერი – 1 ნოემბერი;
- მასწავლებელი, რომლის ვიდეოც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, მიიღებს სიმბოლურ საჩუქარს;
- მოწონება, ანუ like-ების რაოდენობა, დაითვლება 2021 წლის 1 ნოემბრის 10:00 საათის (CET) მონაცემით.
- შინაარსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა იყოს მასწავლებლის ორიგინალური ნამუშევარი და არ იყოს აღებული სრულად ან ნაწილობრივ სხვა წყაროდან;
- უნდა ჩანდეს, რომ შინაარსი რეალურია;
- შინაარსი არ უნდა არღვევდეს რომელიმე მესამე მხარის უფლებებს;
- შინაარსი არ უნდა იყოს გამოსაქვეყნებლად შეუსაბამო ან უვარგისი (მაგ., შეიცავდეს სიშიშვლეს, უხამსობას ან სიძულვილის ენას);
- გაითვალისწინეთ, რომ წერილობითი თანხმობა უნდა გქონდეთ ყველა იმ პირისა, რომელთა სახეებიც გამოჩნდება ვიდეოსა თუ ფოტომასალაში; არასრულწლოვანი პირების შემთხვევაში კი – მათი კანონიერი მეურვის წერილობითი თანხმობა;
- ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ან გააუქმოს კონკურსი და მოცემული წესები კატასტროფის, ომის, სამოქალაქო თუ სამხედრო არეულობის ან რაიმე მოქმედი კანონის ან რეგულაციის ფაქტობრივი ან მოსალოდნელი დარღვევისას. ორგანიზატორი უმოკლეს ვადაში აცნობებს მონაწილეებს აღნიშნული ცვლილებების შესახებ;
- ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის მიერ შემოთავაზებულ პრიზებსა და პრიზების შესახებ ინფორმაციის სისწორეზე;
- პრიზები:
- ზურგჩანთა ყოველდღიური გამოყენებისთვის, ფუნქციური, ბევრი საჭირო დეტალით. დამზადებული გარემოს არადამაბინძურებელი მასალისგან;
- პრიზი განსაზღვრულია და თანხა ან სხვა ალტერნატივა არ იქნება შემოთავაზებული. პრიზები ხელმისაწვდომია და ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ისინი შეთანხმების გარეშე შეცვალოს სხვა მსგავსი პრიზებით;
- გამარჯვებულები შეირჩევიან სოციალური მედიაპლატფორმის გამოყენებით (ინსტაგრამის მოწონებები), ხოლო Science on Stage დაითვლის ხმებს და გამოაცხადებს შედეგებს;
- გამარჯვებულს შეტყობინება გაეგზავნება მეილზე ან ინსტაგრამზე კონკურსის დასრულებიდან 28 დღის განმავლობაში. თუ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში გამარჯვებული პრიზს არ აიღებს, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ის გადასცეს შემდეგ გამარჯვებულს;
- ორგანიზატორი შეატყობინებს გამარჯვებულს, როდის და სად მიიტანენ მის კუთვნილ პრიზს;
- ორგანიზატორის გადაწყვეტილება კონკურსთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე იქნება საბოლოო და არ დაექვემდებარება არანაირ კორესპონდენციას;
- გამარჯვებული ეთანხმება, რომ ორგანიზატორმა გამოიყენოს:
- მისი სახელი;
- ქვეყნის დასახელება;
- ინსტაგრამი;
- ფოტოსურათი;
- ვიდეო, რომელიც მონაწილემ კონკურსისთვის ატვირთა.
გამარჯვებულის თუ სხვა მონაწილის ნებისმიერ საჯარო მასალას (საწყისი გვერდი, საინფორმაციო ბიულეტენი, Instagram, Twitter, Facebook, YouTube, LinkedIn) და ნებისმიერ სხვა პერსონალურ მონაცემს (როგორიცაა პირადი მისამართი), ორგანიზატორი გამოიყენებს მხოლოდ მონაცემთა დაცვის ზოგადი დებულების (GDPR) შესაბამისად. ინფორმაცია არ იქნება გამჟღავნებული მესამე პირისთვის მონაწილის წინასწარი თანხმობის გარეშე. გამარჯვებული თავის ინფორმაციას მიაწვდის Science on Stage-ს და არა რომელიმე სხვა მხარეს. მოწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად (ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ here);
- კონკურსში მონაწილეობა ავტომატურად ჩაითვლება მოცემულ წესებსა და პირობებზე თანხმობად;
- ეს კონკურსი არ არის დაფინანსებული, ადმინისტრირებული, ან ასოცირებული Instagram-თან, Facebook-თან, Twitter-თან ან სხვა სოციალურ ქსელთან;
- ინსტაგრამი არ არის პასუხისმგებელი ამ კონკურსზე. კონკურსთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა არ უნდა იყოს მიმართული მისკენ;
- Science on Stage-ს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს შეხედულებისამებრ შეცვალოს მოცემული პირობები. ცვლილება ამოქმედდება ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.