კონფერენცია პრაქტიკული კვლევის შესახებ
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 26 ივნისს იწვევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს საერთაშორისო კონფერენციაზე – „პრაქტიკული კვლევა – ინოვაციური მიდგომა საბუნებისმეტყველო განათლებაში“ მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ჩატარდება ერაზმუსის პროექტ ARTIST ის ფარგლებში.
კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული თარგმანით.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 32, B201
კონფერენციაზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
კონფერენციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 12 ივნისამდე.
კონფერენციაზე რეგისტრაციისათვის გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე.