ლიმერიკის უნივერსიტეტის პროფესორის, ბატონ პიტერ ჩაილდსის ვიზიტი
ა.წ. 24 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრს SALiS სტუმრად ეწვევა ლიმერიკის უნივერსიტეტის (ირლანდია) პროფესორი ბატონი პიტერ ჩაილდსი. პროფესორი ჩაილდსი საჯარო ლექციებს და ვორქშოფს „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი“ ჩაატარებს საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის. ორი ვორქშოფი ჩატარდება თბილისში, ერთი კი თელავში.
ვორქშოფები განკუთვნილია V, VI, VII კლასის ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვის, რომლებიც არიან საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS მასწავლებელთა ქსელის წევრები.
ვიზიტის განრიგი
27 სექტემბერი, 16 საათი – საჯარო ლექცია თემაზე ’’საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მიდგომები ირლანდიის მაგალითზე’’, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 (გ. წერეთლის 1) თბილისი. დასწრება თავისუფალია.
28 სექტემბერი, 16 საათი – ვორქშოფი „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი“, SALiS ლაბორატორია, G კორპუსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი (მხოლოდ SALiS მასწავლებელთა ქსელის რეგისტრირებული წევრებისთვის)
2 ოქტომბერი, 14 საათი – ვორქშოფი „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი“, თელავის მე-7 საჯარო სკოლა (მხოლოდ SALiS მასწავლებელთა ქსელის რეგისტრირებული წევრებისთვის)
4 ოქტომბერი, 16 საათი – საჯარო ლექცია თემაზე ’’საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება საუნივერსიტეტო საფეხურზე – კვლევის შედეგები და გამოწვევები’’, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლი ’’ლიგამუსი’’, ილ. ჭავჭავაძის გამზ. 32, თბილისი (დასწრება თავისუფალია)
5 ოქტომბერი, 16 საათი – ვორქშოფი „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი“, SALiS ლაბორატორია, G კორპუსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი (მხოლოდ SALiS მასწავლებელთა ქსელის რეგისტრირებული წევრებისთვის).