salis.iliauni.edu.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

Science on Stage საქართველო, სიახლე

🌐 28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“ (Science on Stage).
👥 ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს საქართველოს პედაგოგებს, მომავალ მასწავლებლებსა და მეცნიერებით დაინტერესებულ პროფესიონალებს.
📍 ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 18 პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ პირველად მონაწილეობდნენ სტუდენტები, მომავალი მასწავლებლები.
📚 ჟიურის გადაწყვეტილებით შერჩეულ ოთხ საუკეთესო პროექტს ავტორები წარადგენენ 2026 წლის მაისში კლაიპედას (ლიეტუვა) საერთაშორისო ფესტივალზე „Science on Stage“.
გამარჯვებული პროექტები:
  • თამარ ტურაშვილი – ბაქტერიები ჩვენ ირგვლივ: ხელოვნური ინტელექტიდან ინკუბატორამდე
  • მარიკა ცინცაძე – მზის პანელის ეფექტურობის გაუმჯობესება
  • ელისო აბრამიშვილი, ინგა მოსიაშვილი – წყლის მინერალიზაცია და კარსტულ პროცესებზე დაკვირვება: ინტეგრირებული ბიოქიმიური და ტექნოლოგიური კვლევა
  • დეა მელიქიშვილი, თათული ბლიაძე – როგორი ამინდი იქნება დღეს?! – ამინდის მაძიებელთა კლუბი
📚 ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“ მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის პრაქტიკაზე ორიენტირებული, ინტერდისციპლინური სწავლების პოპულარიზაციისთვის და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას, კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებასა და STEM პროგრამების გაძლიერებას საქართველოში.
ფესტივალის ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:
https://salis.iliauni.edu.ge/meothkhe-erovnuli-phestivali-metsniereba-mthavar-rolshi/
საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით.

Related Posts

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით.

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა მეოთხე ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით

IMG_4955

Science on Stage საქართველო

ევროპის მე-13 ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

salis.iliauni.edu.ge
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ