salis.iliauni.edu.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

მესამე ეროვნული ფესტივალი

Science on Stage საქართველო, სიახლე

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბუნებიმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS და „მეცნიერება მთავარ როლში (Science on Stage) საქართველო“ საბუნებისმეტყველო საგნების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებს  იწვევს მესამე ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ფესტივალის დევიზია – მასწავლებლები მასწავლებლებისთვის.

მესამე ეროვნული ფესტივალი ჩატარდება 2023 წლის 24 ივნისს.

საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს ფესტივალზე საშუალება ექნებათ წარადგინონ ის კვლევითი პროექტები და ინოვაციური იდეები, რომლებსაც მოსწავლეებთან ერთად ახორციელებენ.

 

ფესტივალზე წარმოდეგნილი იქნება შემდეგი მიმართულებები:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პატარებისთვის

(პროქტები ბაღის, სკოლამდელი  განათლებისა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის)

  • საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის

(პროექტში უნდა წარმოჩინდეს, როგორ უწყობს ხელს STEM განათლება მდგრადი განვითარების  მიზნების მიღწევას)

  • ტექნოლოგიები საბუნებისმეტყველო განათლებაში

(პროექტები, რომელიც გულისხმობს კოდირებას, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, ქსელების უსაფრთხოებას, ვირტუალურ რეალობას (VR)  და ხელოვნურ ინტელექტს (AI))

  • მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომები საბუნებისმეტყველო განათლებაში

 (პროექტი უნდა წარმოაჩენდეს ბუნებისმეტყველების   ორიგინალური სწავლების მეთოდებს  – ინკლუზიური განათლება, განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეები, უფროსი და უმცროსი მოსწავლეების თანამშრომლობა, მრავალეროვანი, ან მრავალენოვანი კლასები და სხვა)

  • შემოქმედებითი მიდგომა საბუნებისმეტყველო განათლებაში – STEAM

(საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება სხვადასხვა საგნებთან ინტეგრაციის გზით – ხელოვნება, სპორტი, მუსიკა, ტექნოლოგიები და სხვა)

  • იაფი ტექნოლოგიები STEM განათლებაში

(იაფი ტექნოლოგიების გამოყენება – დაბალბიუჯეტიანი პროქტები)

  • STEM მომავალი მასწავლებლებისთვის

(პროექტები, რომლებიც შემუშავდა მასწავლებელთა მომზადების პროგრამების განხორციელებისას).

ფესტივალზე ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს მოდელის და პოსტერის სახით.

 

შეფასების კრიტერიუმები:

  • პროექტის იდეა ორიგინალურია
  • პროექტი ხელს უწყობს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას
  • პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის ზრდას
  • პროექტი ხელს უწყობს განათლებას მდგრადი განვითარებისთვის
  • პროექტი დაკავშირებულია მოსწავლეთა ყოველდღიურ ცხოვრებასთან
  • პროექტის განხორციელება რეალისტურია სასკოლო გარემოში და მოითხოვს გონივრულ დანახარჯებს

Science on Stage საქართველოს ჟიურის წევრების მიერ შერჩეული პროექტები მოწვეული იქნებიან მესამე ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობისთვის.

 

ეროვნული ფესტივალის ფარგლებში შეირჩევა ოთხი საუკეთესო პროექტი, რომელიც თავის მხრივ, მონაწილეობას მიიღებს Science on Stage საერთაშორისო ფესტივალზე 2024 წლის 12-15 აგვისტოს, ფინეთის ქალაქ ტურკუში.

Science on Stage საერთაშორისო ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.science-on-stage.eu/science-stage-festival-2024

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეროვნულ ფესტივალზე პროექტს შესაძლებელია ჰყავდეს რამდენიმე ავტორი, მაგრამ, საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად, მათგან მხოლოდ ერთი წარადგენს პროექტს საერთაშორისო ფესტივალზე.

ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ფორმაში წარმოადგინონ  პროექტის მოკლე აღწერა (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა – 250) და შესაბამისი ვიდეო (მაქსიმალური ხანგრძლივობა – 2წთ.)  გთხოვთ, თქვენი პროექტები გაგვიზიაროთ ა.წ. 28 მაისამდე Google Forms  საშუალებით.

 

https://forms.gle/EYmev9AfzARGYLxX8

 

ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობით დაინტერესებული პედაგოგებისთვის ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის საშუალებით ა.წ. 20 მარტს, 19.00 საათზე.

 

https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86753619741

Meeting ID: 867 5361 9741

 

ფესტივალის შესახებ შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით:

salis@iliauni.edu.ge

 

 

კონკურსი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის მეორე საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით

Related Posts

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით.

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა მეოთხე ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით

IMG_4955

Science on Stage საქართველო

ევროპის მე-13 ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

salis.iliauni.edu.ge
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ