salis.iliauni.edu.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

მესამე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

Science on Stage საქართველო, სიახლე

🔴 24 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მესამე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში”, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა 24 პროექტი.
🟥 ფესტივალის ჟიურიმ 4 საუკეთესო პროექტი შეარჩია და მათი ავტორი ქართველი მასწავლებლები 2024 წლის აგვისტოში ტურკუში (ფინეთი) საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
ჟიურის რჩეული პროექტები გახდნენ:
▶ პროექტი: „პლასტმასა VS მცენარე“
🔹 სკოლა: სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA GESS, თბილისი
🔹 პედაგოგი: თამარ ტურაშვილი
▶ პროექტი: „დარგე ემოცია“
🔹 სკოლა: სსიპ ქ. გორის #8 საჯარო სკოლა
🔹 პედაგოგი: ნინო ფსუტური
▶ პროექტი: “ჭიქა წყლის საიდუმლოებანი (მეშვიდეკლასელის დაკვირვება ფერწერულ ტილოზე)”
🔹 სკოლა: ქართული სასწავლებელი, თბილისი
🔹 პედაგოგი: ინესა ბეჟანოვა
▶ პროექტი: „ნიადაგის მჟავიანობის შესწავლა“ „
🔹 სკოლა: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლა
🔹 პედაგოგები: მაკა მაკარიძე, ჟანა ყუთულაშვილი, ნანა დემეტრაშვილი
⏹ წლევანდელი ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაცია, გამომცემლობა „ინტელექტი”, სულაკაურის გამომცემლობა, WWF, UniLab • უნილაბი.
ქსელის შესახებ
⏺ Science on Stage, ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ქსელი, მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს STEM განათლება ევროპაში მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერითა და წახალისებით, ასევე ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ხარისხიან განათლებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
⏺ ქსელში გაერთიანებულია ევროპის 34 ქვეყანა. საქართველო ამ ქსელის წევრია 2016 წლიდან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS Science on Stage-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
⏺ ორ წელიწადში ერთხელ ქსელის წევრ ქვეყნებში ეწყობა ეროვნული ფესტივალი დევიზით „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“. ჟიურის მიერ შერჩეული ეროვნული პროექტები კი ქვეყანას საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენენ.
ფესტივალის ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.643341197829846&type=3

საერთაშორისო პროექტი საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის – “კვანტური კომპიუტინგი (გამოთვლები) STEM განათლებაში” ევროპის მე-13 ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

Related Posts

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით.

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა მეოთხე ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით

IMG_4955

Science on Stage საქართველო

ევროპის მე-13 ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

salis.iliauni.edu.ge
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ