მასწავლებელთა კონფერენცია ,,საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის’’
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS-ი იწვევს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს მე-3 ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ეძღვნება თემას – ’’საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის’’.
კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება ფართო აუდიტორიას გაუზიარონ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის საუკეთესო გამოცდილება კონფერენცია ჩატარდება ა.წ. 16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონაწილე მასწავლებლებს შეეძლებათ ჩაატარონ ვორქშოპი, წარადგინონ ზეპირი მოხსენება ან პოსტერი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნეოთ ა.წ. 31 მარტამდე.
განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://forms.gle/ARgVQrJ7e9WeXggP6
თითოეული მოხსენებისთვის/ ვორკშოპისთვის თუ პოსტერისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს მოკლე აღწერა (აბსტრაქტი), არაუმეტეს 300 სიტყვისა.
წარმოდგენილ განაცხადებს შეაფასებს ჟიური.
განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
პედაგოგიური მიდგომის ორიგინალურობა
კავშირი ყოველდღიურ ცხოვრებასთან
წარმოდეგნილ აქტივობას/აქტივობებს აქვს მდგრადი შედეგი
წარმოდეგნილი აქტივობა/აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის ზრდას
მოხსენება კავშირშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან ზეპირ მოხესენებას დაეთმობა 15 წუთი, ვორქშოპს – 90 წუთი, პოსტერის (ზომა: A1594X841მმ) პრეზენტაციას – 1 წუთი.
მომხსენებლები შეტყობინებას მიიღებენ არაუგვიანეს 12 აპრილისა.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.
მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 15 აპრილიდან 1 მაისამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: salis@iliauni.edu.ge