salis.iliauni.edu.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

საინფორმაციო შეხვედრა და ვორკშოპი ეროვნული ფესტივალის „მეცნიერება მთავარ როლში“ ფარგლებში

Science on Stage საქართველო, სიახლე

21 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ევროპული მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“ („მეცნიერება მთავარ როლში“) ეგიდით საბუნებისმეტყველო საგნების (ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, ქიმია, ბილოგია) პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას მომავალი ეროვნული ფესტივალის „მეცნიერება მთავარ როლში“ შესახებ, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის, SALiS-ის ორგანიზებით გაიმართება. ფესტივალის საუკეთესო პროექტებს კი 2021 წელს პრაღაში საქართველოს სახელით წარადგენენ.

წელს, ნოემბერში, „Science on Stage“-ის საერთაშორისო ფესტივალზე პორტუგალიაში საქართველო წარმოადგინა ოთხმა მასწავლებელმა – ქეთევან ტატიშვილმა, ნინო აბესაძემ, ლალი მგელაძემ და ვაჟა ტეტუნაშვილმა. შეხვედრაზე ფესტივალის მონაწილე მასწავლებლები დამსწრეთ გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს პორტუგალიაში წარდგენილი პროექტების შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 13:00 საათზე, ფიზიკის მასწავლებლებს ვიწვევთ ვორკშოპზე SALiS ლაბორატორიაში, სადაც წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ფესტივალის ფიზიკის პროექტები. ვორკშოპის სპეციფიკიდან გამომდინარე 21 დეკემბერს მოვიწვევთ პირველ 20 დარეგისტრირებულ მასწავლებელს. დიდი ინტერესის შემთხვევაში შესაძლებელია, ვორშოპი დამატებით ჩატარდეს.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 დეკემბერი, 23.59


დრო
: 21 დეკემბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიების ახალი კორპუსი, T 102- საინფორმაციო შეხვედრა (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5)

SALiS ლაბორატორია, G კორპუსი, მე-5 სართული – ვორკშოპი.


რეგისტრაციისას ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

577 96 25 10 ან 577 41 52 42

Science on Stage-ის საერთაშორისო ფესტივალი პორტუგალიაში საინფორმაციო შეხვედრა და ვორკშოპი ეროვნული ფესტივალის „მეცნიერება მთავარ როლში“ ფარგლებში

Related Posts

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით.

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა მეოთხე ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით

IMG_4955

Science on Stage საქართველო

ევროპის მე-13 ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

salis.iliauni.edu.ge
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ