საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით.
5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ევროპის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელის “მეცნიერება მთავარ როლში” (Science on Stage) საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით. ილიას უნივერსტიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS არის ამ ქსელის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, კერძო და საჯარო სკოლებიდან. შეხვედრაზე 2024 წლის ფინეთის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე პედაგოგებმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, ასევე განიხილეს სიახლეები მომავალ ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით. ეროვნული ფესტივალი ა.წ. 28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ფესტივალი კი 2026 წლის 28-31 მაისს კლაიპედაში (ლიეტუა) გაიმართება.
ბმულის სახით გიზიარებთ შეხვედრის ვიდეო ჩანაწერსა და სასარგებლო რესურებს:
Science on Stage საინფორმაციო შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი
ზოგადი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ
თამარ ტურაშვილი, მაკა მაკარიძე