SALiS ლაბორატორია ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე-2018 წელი
ა.წ. 29 სექტემებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოში რიგით მე-7 სამეცნიერო პიკნიკი ჩატარდა. ამ ღონისძიების მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია და მისი სახალისო ფორმით წარმოჩენაა.
წელს სამეცნიერო პიკნიკის თემა იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების 17 მიზანი.
ღონისძიება ვაკის პარკში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 40-მდე კარავი სხვადასხვა ექსპერიმენტით, გამოფენით, შემეცნებით-გასართობი პროგრამით.
ერთ-ერთ კარავში საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითმა ცენტრმა-SALiS წარმოადგინა სახალისო და სიანეტრესო ექპერიმენტები იაფი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ეხმაურებოდა გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნებს-რესურსების დაზოგვას და რაციონალურად გამოყენებას.
სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები.