სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრში
2017 წლის 18-28 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრს SALiS ERASMUS+ პროექტის ფარგლებში ესტუმრა ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების მკვლევარი ფიონა აფელდტი. მისი ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო არაფორმალური განათლების დანერგვის ხელშეწყობა – მოსწავლეთა ლაბორატორიის განვითარება ჩვენს უნივერსიტეტში. ამ ვიზიტის ფარგლებში მოეწყო სამუშაო შეხვედრები მოსწავლეთა აქტივობების დაგეგმვის მიზნით. მოსწავლეთა ლაბორატორიის მიზანია არაფორმალური განათლების გზით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესება. პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ჩაატარებენ ექსტერიმენტებს სხვადასხვა თემაზე.
25 აპრილს SALiS ლაბორატორიას ესტუმრენ დამოუკიდებელი საერო გიმნაზია ’’შავნაბადას’’ მეცხრე კლასის მოსწავლეები ფიზიკის და ქიმიის მასწავლებლებთან ერთად. მათი საკვლევი თემა იყო: ბიო ხელოვნური მასალები.
26 აპრილს კი SALiS ლაბორატორიას ესტუმრენ გერმანული საერთაშორისო სკოლის მეექსვე კლასის მოსწავლეები ფიზიკის მასწავლებელთან ერთად. მათი საკვლევი თემა იყო წყლის შესწავლა და მისი თავისებურებების აღმოჩენა.
იხილიეთ ფოტოები