საქართველო SCIENCE ON STAGE 2017 ფესტივალზე
2017 წელს საქართველო პირველად წარსდგა science on stage ფესტივალზე.
450 მასწავლებელი 30 ქვეყნიდან მონაწილეობდა ფესტივალზე science on stage 2017, ყველაზე ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო ფესტივალი ბუნებისმეტყველების სწავლების მიმართულებით გაიმართა 29 ივნისიდან 2 ივლისამდე დებერცენში, უნგრეთში.
ნინო სააკაშვილმა (ნაფარეულის საჯარო სკოლა, თელავი) და თამარ დობორჯგინიძემ (ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, თბილისი) წარადგინეს თავიანთი პროექტი ”ფერადი მეცნიერება”, რომელიც ეხება იაფი ტექნოლოგიების გამოყენებას ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე. წარმოდგენილი ექსპერიმენტების გამოყენებით მოსწავლეები სახალისო ფორმით ეცნობიან ისეთ თემებს, როგორიცაა ბგერა და ბგერის გავრცელება; დიფუზია; ოსმოსი ცოცხალ ორგანიზმებში. პროექტის დევიზია: მეცნიერება ჩვენს გარშემოა, ჩვენ მხოლოდ უნდა აღვიქვათ და შევიყვაროთ ის!
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:
http://www.science-on-stage.eu/page/display/4/88/0/festival-2017
http://sons2017.eu
#SonS2017



