საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

ევროპის STEM ლიგის ფინალური ღონისძიება

Science on Stage საქართველო, სიახლე

2017 წლის 20-21 ოქტომბერს დორტმუნდში გერმანიის ფეხბურთის მუზეუმი და Science on Stage Europe  უმასპინძლებს ევროპის STEM ლიგის ფინალისტებს.

STEM-ის მასწავლებლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ახორციელებენ პროექტს „iStage 3 – Football in Science Teaching“ მოსწავლეებთან ერთად. ფინალურ ეტაპზე შეირჩევა საუკეთესო გუნდი, რომელიც მოიპოვებს ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

ევროპის 8 ქვეყანას შორის საქართველოდან ფინალისტია სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA GESS-ის გუნდი ორი მასწავლებლის (ნინო აბესაძე და პავლე რუხაია) და 5 მოსწავლის შემადგენლობით.

ვულოცავთ AIA GESS-ის გუნდს ფინალში გასვლას და წარმატებებს ვუსურვებთ!

20 – 22 ოქტომბერს Science on Stage Europe და დორტმუნდის ფეხბურთის მუზეუმი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს სთავაზობს სემინარს „კოდირება ფეხბურთში“. ამ სემინარის თემაა ფეხბურთის თამაშის მონაცემთა ანალიზი. პროექტი „კოდირება’’ 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.  საქართველოდან ამ პროექტში მონაწილეობის უფლება მოიპოვა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის გუნდმა, რომლის ხელმძღვანელები არიან ილია მესტვირიშვილი და დავით შაფაქიძე.

ვულოცავთ ამერიკული აკადემიის გუნდს ამ პროექტში მონაწილეობას და წარმატებებს ვუსურვებთ!

საქართველო SCIENCE ON STAGE 2017 ფესტივალზე ლიმერიკის უნივერსიტეტის პროფესორის, ბატონ პიტერ ჩაილდსის ვიზიტი

Related Posts

ge_pic_22824_1_b

სიახლე

პროექტის „PRESS“ – საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის ფინალური საერთაშორისო კონფერენცია და კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა

PRESS Logo v1

სიახლე

ERASMUS-ის პროექტ PRESS-ის საერთაშორისო კონფერენცია

ALX_6451

Science on Stage საქართველო, სიახლე

მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ