საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

ლიმერიკის უნივერსიტეტის პროფესორის, ბატონ პიტერ ჩაილდსის ვიზიტი

Science on Stage საქართველო, სიახლე

ა.წ. 24 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრს SALiS სტუმრად ეწვევა ლიმერიკის უნივერსიტეტის (ირლანდია) პროფესორი ბატონი პიტერ ჩაილდსი. პროფესორი ჩაილდსი საჯარო ლექციებს და ვორქშოფს „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი“ ჩაატარებს საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის. ორი ვორქშოფი ჩატარდება თბილისში, ერთი კი თელავში.

ვორქშოფები განკუთვნილია V, VI, VII კლასის ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვის, რომლებიც არიან საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS მასწავლებელთა ქსელის წევრები.

 

 

ვიზიტის განრიგი

27 სექტემბერი, 16 საათი – საჯარო ლექცია თემაზე ’’საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მიდგომები ირლანდიის მაგალითზე’’, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 (გ. წერეთლის 1) თბილისი. დასწრება თავისუფალია.

28 სექტემბერი, 16 საათი – ვორქშოფი „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი“, SALiS  ლაბორატორია, G კორპუსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი (მხოლოდ SALiS მასწავლებელთა ქსელის რეგისტრირებული წევრებისთვის)

2 ოქტომბერი, 14 საათი – ვორქშოფი „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი“, თელავის მე-7 საჯარო სკოლა (მხოლოდ SALiS მასწავლებელთა ქსელის რეგისტრირებული წევრებისთვის)

4 ოქტომბერი, 16 საათი – საჯარო ლექცია თემაზე ’’საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება საუნივერსიტეტო საფეხურზე – კვლევის შედეგები და გამოწვევები’’, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლი ’’ლიგამუსი’’, ილ. ჭავჭავაძის გამზ. 32, თბილისი (დასწრება თავისუფალია)

5 ოქტომბერი, 16 საათი – ვორქშოფი „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი“, SALiS  ლაბორატორია, G კორპუსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი (მხოლოდ SALiS მასწავლებელთა ქსელის რეგისტრირებული წევრებისთვის).

ევროპის STEM ლიგის ფინალური ღონისძიება ARTIST სამუშაო შეხვედრა

Related Posts

ge_pic_22824_1_b

სიახლე

პროექტის „PRESS“ – საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის ფინალური საერთაშორისო კონფერენცია და კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა

PRESS Logo v1

სიახლე

ERASMUS-ის პროექტ PRESS-ის საერთაშორისო კონფერენცია

ALX_6451

Science on Stage საქართველო, სიახლე

მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ