საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

მასწავლებელთა კონფერენცია ,,საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის’’

სიახლე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS-ი იწვევს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს მე-3 ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ეძღვნება თემას – ’’საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის’’.

 

კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება ფართო აუდიტორიას გაუზიარონ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის საუკეთესო გამოცდილება კონფერენცია ჩატარდება ა.წ. 16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონაწილე მასწავლებლებს შეეძლებათ ჩაატარონ ვორქშოპი, წარადგინონ ზეპირი მოხსენება ან პოსტერი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნეოთ ა.წ. 31 მარტამდე.

 

განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე:  https://forms.gle/ARgVQrJ7e9WeXggP6

თითოეული მოხსენებისთვის/ ვორკშოპისთვის თუ პოსტერისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს მოკლე აღწერა (აბსტრაქტი), არაუმეტეს 300 სიტყვისა.

წარმოდგენილ განაცხადებს შეაფასებს ჟიური.

განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

 

 პედაგოგიური მიდგომის ორიგინალურობა
 კავშირი ყოველდღიურ ცხოვრებასთან
 წარმოდეგნილ აქტივობას/აქტივობებს აქვს მდგრადი შედეგი
 წარმოდეგნილი აქტივობა/აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის ზრდას
 მოხსენება კავშირშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან ზეპირ მოხესენებას დაეთმობა 15 წუთი, ვორქშოპს – 90 წუთი, პოსტერის (ზომა: A1594X841მმ) პრეზენტაციას – 1 წუთი.
მომხსენებლები შეტყობინებას მიიღებენ არაუგვიანეს 12 აპრილისა.

 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.

მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 15 აპრილიდან 1 მაისამდე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  salis@iliauni.edu.ge

საინფორმაციო შეხვედრა და ვორკშოპი ეროვნული ფესტივალის „მეცნიერება მთავარ როლში“ ფარგლებში მასწავლებელთა კონფერენციის ’’საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის’’ – თარიღი შეიცვალა

Related Posts

ge_pic_22824_1_b

სიახლე

პროექტის „PRESS“ – საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის ფინალური საერთაშორისო კონფერენცია და კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა

PRESS Logo v1

სიახლე

ERASMUS-ის პროექტ PRESS-ის საერთაშორისო კონფერენცია

ALX_6451

Science on Stage საქართველო, სიახლე

მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ