ვებინარი „კვლევითი კომპონენტი დისტანციური სწავლების პროცესში“
21 მაისს, 16:00 საათზე, გაიმართება ვებინარი თემაზე: „კვლევითი კომპონენტი დისტანციური სწავლების პროცესში“.
თემის მოკლე აღწერა:
ვებინარზე განხილული იქნება დისტანციური სწავლების პროცესში კვლევითი აქტივობების დანერგვის მნიშვნელობა და გამოწვევები. შემოგთავაზებთ კვლევითი აქტივობების განხორციელების ეფექტურ გზებს, სწავლა-სწავლების პროცესის ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირების პრაქტიკულ მაგალითებსა და დამხმარე რესურსებს, მათ შორის მასწავლებლის მხარდაჭერით, მოსწავლეთა და ოჯახის წევრთა ერთობლივად განხორციელებულ კვლევებს.
მომხსენებლის შესახებ:
ნათია ბაღათრიშვილი – განათლების დოქტორი, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის კახეთის რეგიონული კოორდინატორი, „Science on Stage საქართველოს“ ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მისი სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა დაკავშირებულია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში კვლევითი აქტივობების მნიშვნელობის გააზრებასა და პრაქტიკულ დანერგვასთნ.
სარეგისტრაციო ბმული: https://fundacjaszk.clickmeeting.pl/kmo2020/register
ვებინარის ბმული: https://fundacjaszk.clickmeeting.com/kmo2020
დრო: 21 მაისი, 16:00 საათი