საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

მეორე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

Science on Stage საქართველო, სიახლე

19 ივნისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, თბილისში გაიმართება მეორე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“ ონლაინ, პლატფორმა ზუმის საშუალებით. ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც წარმოადგენენ მოსწავლეებთან ერთად განხორციელებულ პროექტებს.

მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული 19 პროექტი წარადგინეს.
📽 ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ მათ მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები და პროექტები:
🔗 https://bit.ly/2TuapcI

ფესტივალის დევიზია „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“.

კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული ოთხი საუკეთესო პროექტი საქართველოს სახელით 2022 წლის მარტში წარდგება საერთაშორისო ფესტივალზე პრაღაში.

პროექტის შესახებ:

⏺ Science on Stage – „მეცნიერება მთავარ როლში“ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელია, რომელშიც 30 ქვეყანაზე მეტია გაერთიანებული. საქართველო ამ ქსელის წევრია 2016 წლიდან.

⏺ საქართველოში Science on Stage -ის ოფიციალური წარმომადგენელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS-ია .

📆 დრო: 19 ივნისი, 11:00-18:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი, Science on Stage Georgia , საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS

მეორე საინფორმაციო შეხვედრა „Science on Stage” – მეცნიერება მთავარ როლში მეორე ეროვნული ფესტივალის შედეგები

Related Posts

ge_pic_22824_1_b

სიახლე

პროექტის „PRESS“ – საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის ფინალური საერთაშორისო კონფერენცია და კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა

PRESS Logo v1

სიახლე

ERASMUS-ის პროექტ PRESS-ის საერთაშორისო კონფერენცია

ALX_6451

Science on Stage საქართველო, სიახლე

მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ