მეორე ეროვნული ფესტივალის შედეგები
19 ივნისს, შაბათს ფესტივალი გამორჩეულად საინტერესოდ წარიმართა. წარმოდგენილი იყო 19 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნამუშევარი. განსაკუთრებით აღსანიშნია ის ძალისხმევა, რომელიც გაწია თოთოეულმა მონაწილემ პანდემიის რთულ პერიოდში.
საერთაშორისო ფესტივალზე წარსადგენად ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა ოთხი პროექტი სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც საქართველოს სახელით წარსდგება საერთაშორისო ფესტივალზე პრაღაში 2022 წლის მარტში. გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება მიექცა თუ რამდენად იყო პროექტში განხორციელებული კვლევა მოსწავლეთა მონაწილეობით.
შერჩეული პროექებია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პატარებისთვის
პროექტი: ელექტრობა ჩვენს ცხოვრებაში
ხელმხძღვანელი/მასწავლებელი: ინგა შავაძე
სკოლა: სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლა
მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომები საბუნებისმეტყველო განათლებაში
პროექტი: ქალაქის ყოფა Covid-19 პანდემიის დროს, დანახული VI კლასის მოსწავლის თვალით
ხელმძღვანელი/მასწავლებელი: ინესა ბეჟანოვა
სკოლა: ქართული სასწავლებელი – თბილისი
შემოქმედებითი მიდგომა საბუნებისმეტყველო განათლებაში
პროექტი:STEAM- მცენარეული საღებავების გამოყენების ტრადიციები საქართველოში
ხელმძღვანელი/მასწავლებელი: მარინე ბაგალიშვილი
სკოლა:სსიპ ქალაქ თბილისის #145 საჯარო სკოლა
საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის
პროექტი: – არა პოლიეთილენს!
ხელმძღვანელი/მასწავლებელი: ქეთევან ედიბერიძე,
სკოლა: სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი