პროექტ LEAGUE-ის დასკვნითი კონფერენცია
2017 წლის 13 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტემპუსის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტ LeAGUe-ის დასკვნითი კონფერენცია.
პროექტის მთავარი მიზანია უწყვეტი განათლების პროგრამების განვითარება საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში. პროექტის კოორდინატორია ლინეუსის უნივერსიტეტი (შვედეთი).
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ. გვერდზე http://tempusleague.eu/.