პირველი ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“-2018 წელი

2018 წლის 8 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“-ის ეგიდით პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის გაიმართა პირველი ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“, რომლის დევიზიცაა  „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“.  მისი ორგანიზატორი იყო  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS – „Science on Stage“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ეროვნულ ფესტივალზე 22 პროექტი იყო წარმოდგენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

გამოვლინდა სამი საუკეთესო პროექტი:

  1. პროექტი ’’ცომი, ნაკელი და ….. მეცნიერება’’. ქეთევან ტატიშვილი – ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, თბილისი
  2. პროექტი ’’ჭაბურღილის მომწყობი მანქანა – კოდალა 1’’ . ვაჟა ტეტუნაშვილი – მეიდნის საჯარო სკოლა, აბაშის რაიონი
  3. პროექტი ’’მეცნიერება საბავშვო ბაღში’’. ნინო აბესაძე – ქართულ-ამერიკული სკოლა ’’პროგრესი’’, თბილისი და ლალი მგელაძე – 51-ე საჯარო სკოლა, თბილისი.

საუკეთესო პროექტის წარმდგენი ოთხივე მასწავლებელი საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ „Science on Stage“-ის საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე პორტუგალიაში გაიმართება (https://www.science-on-stage.eu/page/display/4/97/0/s).

იხილეთ ფოტოები