ვიზიტი SonSEU-ს სათაო ოფისში
2017 წლის 9 მარტს ბერლინში SonSEU-ს სათაო ოფისს Science on Stage Georgia-ს ხელმძღვანელი მარიკა კაპანაძე ესტუმრა. შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოს მონაწილეობა 2017 წლის საერთაშორისო ფესტივალზე და სამომავლო გეგმები.
Eka Mikautadze Science on Stage საქართველო, Uncategorized, სიახლე
2017 წლის 9 მარტს ბერლინში SonSEU-ს სათაო ოფისს Science on Stage Georgia-ს ხელმძღვანელი მარიკა კაპანაძე ესტუმრა. შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოს მონაწილეობა 2017 წლის საერთაშორისო ფესტივალზე და სამომავლო გეგმები.
abe Science on Stage საქართველო, სიახლე
თელავის N7 საჯარო სკოლაში 2017 წლის 15 თებერვალს გაიმართა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა პირველი რაიონული კონფერენცია თემაზე – „გამოცდილების გაზიარება“. კონფერენციის პარტნიორია ქალაქ თელავის მერია, ჩატარდა მასწავლებელთა ევროპული ქსელის „Science on Stage საქართველო“ ფარგლებში. კონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა მიერ განხორციელებული კვლევების/პროექტების და ბუნებისმეტყველების სწავლებასთან დაკავშირებული მეთოდური საკითხების განხილვა.
კონფერენცია გახსნა სსიპ-ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია სილაგაძემ სკოლის ახალ ბიოლოგიის კაბინეტში. კონფერენციას ესწრებოდნენ: ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მარიკა კაპანაძე; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფის ბიოლოგიის ექსპერტი, მანანა ვარაზაშვილი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფის ფიზიკის ექსპერტი, გია ლასხიშვილი; მასწავლებელთა სახლის ტრენერი, კერძო სკოლა “შავნაბადას” ბიოლოგიის მასწავლებლი, Miсrosoft-ის ექსპერტი ლაურა ჯიმშელეიშვილი, რომელმაც მონაწილე პედაგოგებთან ელექტრონული რესურსების შექმნასთან დაკავშირებით ჩაატარა ვორქშოფი; ისრაელის ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, დოქტორი რახელ მამლოკ-ნაამანი skype-ის საშუალებით მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი და თელავის რაიონის სკოლების დირექტორები. ასევე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ თელავის N1, N4, N5, N7, წინანდლის, ნაფარეულის და ახმეტის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები და დამსწრე საზოგადაოებას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.
abe Science on Stage საქართველო, Uncategorized, სიახლე old
2016 წლის 12 დეკემბერს გაიმართა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრში SALiS. კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება წავახალისოთ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები, მათი საკუთარი პროექტების, სწავლების მიდგომების და ახალი იდეების კოლეგებთან გაზიარების საშუალებით. სხდომაზე ასევე განისაზღვრა Science on Stage საქართველოს სამუშაო კონცეფცია, მიზნები და სამომავლო გეგმები.
abe Science on Stage საქართველო, Uncategorized, სიახლე old
2016 წლის ნოემბრიდან საქართველო შეუერთდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ევროპულ პლატფორმას Science on Stage. Science on Stage საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS, რომელიც იქნება ყველა ღონისძიების ორგანიზატორი Science on Stage-ის ფარგლებში (იხ. ვებ. გვერდი http://www.science-on-stage.eu/page/display/2/2/2106/ge/georgia).
Science on Stage საქართველოს მიზანია წაახალისოს და ხელი შეუწყოს ქართველი მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობას, იდეების გაზიარებას და მათი საკუთარი პროექტების წარდგენას ფართო აუდიტორიისთვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ახალი მიდგომების განხილვას საკუთარი პრაქტიკის მაგალითზე. Science on Stage Georgia დაეხმარება ქართველ მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის საშუალებით.
Science on Stage საქართველო რეგულარულად ორგანიზებას გაუწევს ეროვნულ კონფერენციას ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვის. საუკეთესო პროექტები წარდგენილი იქნება საერთაშორისო ფესტივალზე European Science on Stage (იხ. ვებ. გვერდი http://www.science-on-stage.eu/page/display/3/9/0/activities-festivals).