salis.iliauni.edu.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა პირველი რაიონული კონფერენცია თემაზე – „გამოცდილების გაზიარება“

Science on Stage საქართველო, სიახლე

თელავის N7 საჯარო სკოლაში 2017 წლის 15 თებერვალს გაიმართა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა პირველი რაიონული კონფერენცია თემაზე – „გამოცდილების გაზიარება“. კონფერენციის პარტნიორია ქალაქ თელავის მერია, ჩატარდა მასწავლებელთა ევროპული ქსელის „Science on Stage საქართველო“ ფარგლებში. კონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა მიერ განხორციელებული კვლევების/პროექტების და ბუნებისმეტყველების სწავლებასთან დაკავშირებული მეთოდური საკითხების განხილვა.

კონფერენცია გახსნა სსიპ-ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია სილაგაძემ სკოლის ახალ ბიოლოგიის კაბინეტში. კონფერენციას ესწრებოდნენ: ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი,  მარიკა კაპანაძე; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფის ბიოლოგიის ექსპერტი, მანანა ვარაზაშვილი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფის ფიზიკის ექსპერტი, გია ლასხიშვილი; მასწავლებელთა სახლის ტრენერი, კერძო სკოლა “შავნაბადას” ბიოლოგიის მასწავლებლი, Miсrosoft-ის ექსპერტი ლაურა ჯიმშელეიშვილი, რომელმაც მონაწილე პედაგოგებთან ელექტრონული რესურსების შექმნასთან დაკავშირებით ჩაატარა ვორქშოფი; ისრაელის ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, დოქტორი რახელ მამლოკ-ნაამანი skype-ის საშუალებით მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი და თელავის რაიონის სკოლების დირექტორები. ასევე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ თელავის N1, N4, N5, N7, წინანდლის, ნაფარეულის და ახმეტის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები და დამსწრე საზოგადაოებას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.

იხილეთ პროგრამა

ახალი ევროპული პროექტი ARTIST ბრემენის უნივერსიტეტის მკვლევარის – ნადია ბელოვას ვიზიტი საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრში

Related Posts

29745121_2059903117599502_6702127584045710324_o 1

სიახლე

ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრ SALiS-თან გაერთიანდა

9d654c964f9c3be2f1ed18d5652faa6e_44906

Science on Stage საქართველო, სიახლე

პირველი ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში (SCIENCE ON STAGE) საქართველო” – შემოქმედებითი და ინოვაციური იდეები საბუნებისმეტყველო გაკვეთილებისთვის

0901201821

Science on Stage საქართველო, სიახლე

ვორქშოფი ”იაფი ტექნოლოგიების გამოყენება საბუნებისმეტყველო გაკვეთილებზე” – II

salis.iliauni.edu.ge
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ