salis.iliauni.edu.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

ახალი ევროპული პროექტი ARTIST

სიახლე

2016 წლის ოქტომბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS-ის თანამშრომლებმა დაიწყეს ახალი, ERASMUS+  პროექტის ARTIST-ის დანერგვა საქართველოში.

2017 წლის 19-20 იანვარს შედგა კონსორციუმის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა ბრემენის უნივერსიტეტში (გერმანია).

პროექტი ARTIST – პრაქტიკის კვლევა ბუნებისმეტყველების ინოვაციური სწავლების გზით დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ უმაღლესი განათლების განვითარების პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში. კონსორციუმში გაერთიანებულია 10 პარტნიორი უნივერსიტეტი 7 ქვეყნიდან (გერმანია, საქართველო, ავსტრია, ირლანდია, თურქეთი, ისრაელი, ფილიპინები). პროექტის კოორდინატორია ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია.

ARTIST-ის მიზანია ბუნებისმეტყველების სწავლების განვითარება და ხელშეწყობა მონაწილე ქვეყნებში პედაგოგთა საქმიანობის პრაქტიკული კვლევის საფუძველზე. პრაქტიკული კვლევა მიზნად ისახავს მასწავლებლის საქმიანობის ციკლურ გაუმჯობესებას კვლევის, რეფლექსიის და ინოვაციური მიდგომების შემდგომი განვითარების გზით. კონკრეტული ცვლილების და  სიახლის ინტერესი, როგორც პრაქტიკული კვლევის მიზანი, ქმნის  ახალი ცოდნის და საუკეთესო პრაქტიკის სტრატეგიების აღმოჩენის შესაძლებლობას, რომელიც ემსახურება არა მარტო ინოვაციების დანერგვას, არამედ ხელს უწყობს მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ გავნითარებას. სიახლეები/ინოვაციები/ახალი მიდგომები გამოკვლეული, განხორციელებული და ასახული იქნება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ საბუნებისმეტყველო განათლების მკვლევარებთან ერთად. ARTIST ქმნის საუნივერსიტეტო, სასკოლო და სამეწარმეო ქსელის განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში კონსორციუმის წევრები შექმნიან რეგიონალურ ქსელს, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტს, სკოლას და საწარმოს. თითოეული მონაწილე ქვეყნიდან პროექტში 3-5 სკოლა ჩაერთვება საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან ერთად. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია, ARTIST 2019 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

2016 წლის 16 აპრილს საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს იწვევს კონფერენციაზე საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა პირველი რაიონული კონფერენცია თემაზე – „გამოცდილების გაზიარება“

Related Posts

Picture1

Science on Stage საქართველო, სიახლე

„Science on Stage” – პროექტების რეგისტრაცია დაიწყო

b0a5e083a5fdf98ebf4000560a5ac668_59189

სიახლე

საინფორმაციო შეხვედრა – „Science on Stage – მეცნიერება მთავარ როლში“

ფარდა natural science

სიახლე

ვებინარები სერია: მოსწავლეთა მიერ შექმნილი სიმულაციები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებისთვის

salis.iliauni.edu.ge
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ