სიახლე
- Science on Stage საქართველო
- Uncategorized
- Uncategorized @ka
- ვებინარები
- მოსწავლეთა ლაბორატორია
- სიახლე
- სიახლე old
- ფესტივალები
ERASMUS-ის პროექტ PRESS-ის საერთაშორისო კონფერენცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენცია ტარდება ERASMUS-ის პროექტის PRESS-ის (https://press-project.eu/) ფარგლებში.
კონფერენციის თემა – “საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის”.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი და საჯარო სკოლების აკადემიურ პერსონალს და პედაგოგებს. ასევე, პირებს, რომლებიც დაინტერსებულნი არიან საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესების საკითხებით და მდგრადი განვითარების მიდგომების ინტეგრირებით სასწავლო პრაქტიკაში.
კონფერენცია ჩატარდება 2025 წლის 8 და 9 სექტემბერს
კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონფერენციაზე წარმოდეგნილი იქნება მოხსენებები და ვორქშოპები ქართველი და უცხოელი მკვლევარების მონაწილეობით. ვორქშოპებს ჩაატარებენ ბრემენის (გერმანია), ჰელსინკის (ფინეთი), კლაგენფურტის (ავსტრია), ნეგერი მალანგის (ინდონეზია), სულთან აგენგ ტირტაიასის (ინდონეზია), ბათუმის (საქართველო) და ილიაუნის (საქართველო) უნივერსიტეტების, ასევე დევიდ იელინის (ისრაელი) და ჰაიფას არაბული აკადემიური კოლეჯების (ისრაელი) აკადემიური პერსონალი.
კონფერენციის დეტალური პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება.
მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 15 ივლისს და დასრულდება 22 აგვისტოს. გიზიარებთ სარეგისტრაციო ფორმას:
https://forms.gle/
კონფერენციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ წარადგინონ პოსტერ მოხსენება*, ან დარეგისტრირდნენ მონაწილედ.
* პოსტერ მოხსენების წარდგენის მსურველებმა თავიანთი მოხსენების მოკლე აბსტრაქტი (მაქსიმუმ 300 სიტყვა) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: salis@iliauni.edu.ge. გამოგზავნის ბოლო თარიღი – 8 აგვისტო.
აბსტრაქტი უნდა ასახავდეს მომხსენებლის საუკეთესო პრაქტიკას განათლების მდგრადი განვითარების დანერგვის შესახებ.
დასტურს პოსტერის აბსტრაქტის მიღების შესახებ და ტექნიკურ მოთხოვნებს პოსტერის მომზადებასთან დაკავშირებით, პედაგოგები მიიღებენ 15 აგვისტომდე.
პოსტერის წარდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში.
კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადი**:
100 ლარი – აკადემიური პერსონალისა და პედაგოგებისთვის
50 ლარი – სტუდენტებისთვის
**სარეგისტრაციო გადასახადის ჩარიცხვა უნდა მოხდეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგარიშზე.
რეკვიზიტები: მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი – TRESGE 22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 7 0901 7519;
დანიშნულება: PRESS ის კონფერენცია.
სარეგისტრაციო გადასახადი არ მოიცავს მგზავრობის და განთავსების ხარჯებს ბათუმში.
ყველა მონაწილისთვის გაიცემა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილის სერთიფიკატი.
გთხოვთ, მოგვმართოთ ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში:
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Email: shorenagabaidze@bsu.edu.ge
Tel:514644242
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
Email: salis@iliauni.edu.ge
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
- თამარ ტურაშვილი – ბაქტერიები ჩვენ ირგვლივ: ხელოვნური ინტელექტიდან ინკუბატორამდე
- მარიკა ცინცაძე – მზის პანელის ეფექტურობის გაუმჯობესება
- ელისო აბრამიშვილი, ინგა მოსიაშვილი – წყლის მინერალიზაცია და კარსტულ პროცესებზე დაკვირვება: ინტეგრირებული ბიოქიმიური და ტექნოლოგიური კვლევა
- დეა მელიქიშვილი, თათული ბლიაძე – როგორი ამინდი იქნება დღეს?! – ამინდის მაძიებელთა კლუბი
მესამე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
საერთაშორისო პროექტი საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის – “კვანტური კომპიუტინგი (გამოთვლები) STEM განათლებაში”
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
- მეტი მოსწავლე დაინტერესდეს კვანტური კომპიუტინგით და მოხდეს ამ სფეროსთან დაკავშირებული სასწავლო რესურსების განვითარება და პრაქტიკაში დანერგვა.
- ისეთი რესურსების შექმნა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება, თუნდაც მცირე გამოცდილების მქონე მასწავლებლებისთვის (ფიზიკის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით).
- მოსწავლეებმა დაინახონ და გაიაზრონ ამ დარგის მნიშვნელობა და შეისწავლონ ფუნდამენტური კვანტური მექანიკის ცნებები.
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება მოსწავლეებში.
განაცხადის წარდგენის პროცესი:
https://www.science-on-stage.
პროექტში შეირჩევა საბაზო და საშუალო საფეხურის 20 მასწავლებელი ევროპის სხავადსხვა ქვეყნიდან, რომლებიც იმუშავებენ საერთაშორისო გუნდში 2 წლის განმავლობაში. შერჩევის შემთხვევაში, მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ 2 შეხვედრაში – პირველი შეხვედრა იგეგმება 2024 წლის დასაწყისში (26-29 იანვარი ან 16-18 თებერვალი), მეორე კი 2025 წლის გაზაფხულზე. ორივე შეხვედრაში მონაწილეობა სავალდებულოა.
ცხოვრების და კვების ხარჯები მთლიანად დაფინანსდება ორგანიზატორების მიერ.ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა იმ დონეზე, რომ პედაგოგებმა მუშაობა შეძლონ საერთაშორისო ჯგუფში.
.
შევსებული განაცხადი უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: d.neumann@science-
ვორქშოპი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
მეორე საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
2023 წლის 20 მარტს ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობით დაინტერესებული პედაგოგებისთვის გაიმართა მეორე საინფორმაციო შეხვედრა.
გიზიარებთ შეხვედრის ჩანაწერს და პრეზენტაციას:
მეორე საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით
მესამე ეროვნული ფესტივალი
Khatia Nebulishvili Science on Stage საქართველო, სიახლე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებიმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS და „მეცნიერება მთავარ როლში (Science on Stage) საქართველო“ საბუნებისმეტყველო საგნების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებს იწვევს მესამე ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ფესტივალის დევიზია – მასწავლებლები მასწავლებლებისთვის.
მესამე ეროვნული ფესტივალი ჩატარდება 2023 წლის 24 ივნისს.
საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს ფესტივალზე საშუალება ექნებათ წარადგინონ ის კვლევითი პროექტები და ინოვაციური იდეები, რომლებსაც მოსწავლეებთან ერთად ახორციელებენ.
ფესტივალზე წარმოდეგნილი იქნება შემდეგი მიმართულებები:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პატარებისთვის
(პროქტები ბაღის, სკოლამდელი განათლებისა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის)
- საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის
(პროექტში უნდა წარმოჩინდეს, როგორ უწყობს ხელს STEM განათლება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას)
- ტექნოლოგიები საბუნებისმეტყველო განათლებაში
(პროექტები, რომელიც გულისხმობს კოდირებას, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, ქსელების უსაფრთხოებას, ვირტუალურ რეალობას (VR) და ხელოვნურ ინტელექტს (AI))
- მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომები საბუნებისმეტყველო განათლებაში
(პროექტი უნდა წარმოაჩენდეს ბუნებისმეტყველების ორიგინალური სწავლების მეთოდებს – ინკლუზიური განათლება, განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეები, უფროსი და უმცროსი მოსწავლეების თანამშრომლობა, მრავალეროვანი, ან მრავალენოვანი კლასები და სხვა)
- შემოქმედებითი მიდგომა საბუნებისმეტყველო განათლებაში – STEAM
(საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება სხვადასხვა საგნებთან ინტეგრაციის გზით – ხელოვნება, სპორტი, მუსიკა, ტექნოლოგიები და სხვა)
- იაფი ტექნოლოგიები STEM განათლებაში
(იაფი ტექნოლოგიების გამოყენება – დაბალბიუჯეტიანი პროქტები)
- STEM მომავალი მასწავლებლებისთვის
(პროექტები, რომლებიც შემუშავდა მასწავლებელთა მომზადების პროგრამების განხორციელებისას).
ფესტივალზე ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს მოდელის და პოსტერის სახით.
შეფასების კრიტერიუმები:
- პროექტის იდეა ორიგინალურია
- პროექტი ხელს უწყობს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას
- პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის ზრდას
- პროექტი ხელს უწყობს განათლებას მდგრადი განვითარებისთვის
- პროექტი დაკავშირებულია მოსწავლეთა ყოველდღიურ ცხოვრებასთან
- პროექტის განხორციელება რეალისტურია სასკოლო გარემოში და მოითხოვს გონივრულ დანახარჯებს
Science on Stage საქართველოს ჟიურის წევრების მიერ შერჩეული პროექტები მოწვეული იქნებიან მესამე ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობისთვის.
ეროვნული ფესტივალის ფარგლებში შეირჩევა ოთხი საუკეთესო პროექტი, რომელიც თავის მხრივ, მონაწილეობას მიიღებს Science on Stage საერთაშორისო ფესტივალზე 2024 წლის 12-15 აგვისტოს, ფინეთის ქალაქ ტურკუში.
Science on Stage საერთაშორისო ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.science-on-stage.eu/science-stage-festival-2024
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეროვნულ ფესტივალზე პროექტს შესაძლებელია ჰყავდეს რამდენიმე ავტორი, მაგრამ, საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად, მათგან მხოლოდ ერთი წარადგენს პროექტს საერთაშორისო ფესტივალზე.
ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ფორმაში წარმოადგინონ პროექტის მოკლე აღწერა (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა – 250) და შესაბამისი ვიდეო (მაქსიმალური ხანგრძლივობა – 2წთ.) გთხოვთ, თქვენი პროექტები გაგვიზიაროთ ა.წ. 28 მაისამდე Google Forms საშუალებით.
https://forms.gle/EYmev9AfzARGYLxX8
ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობით დაინტერესებული პედაგოგებისთვის ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის საშუალებით ა.წ. 20 მარტს, 19.00 საათზე.
https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86753619741
Meeting ID: 867 5361 9741
ფესტივალის შესახებ შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით:
salis@iliauni.edu.ge
იმოქმედე დღესვე! დაიწყე სასწავლო წელი მდგრადი განვითარებით
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ევროპული პლატფორმა Science on Stage გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ინსტაგრამის გამოწვევაში: ,,იმოქმედე დღესვე! დაიწყე სასწავლო წელი მდგრადი განვითარებით“.
მდგრადი განვითარება მნიშვნელოვანი საკითხია განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. თუ ხართ სკოლის მასწავლებელი, რომელიც აქტიურად მუშაობს მოსწავლეებთან STEM მიმართულებით, საშუალება გეძლევათ, მსოფლიოს გააცნოთ თქვენი პროექტი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS Science on Stage-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, შესაბამისად, ქართველ მასწავლებლებს შეუძლიათ, თუ სურთ, ჩაერთონ ამ წამოწყებაში.
კონკურსის მიზანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და აჩვენონ, როგორ ახერხებენ მდგრადი განვითარების 17 მიზნის (SDG) STEM-გაკვეთილებში გაერთიანებას.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა:
მონაწილეობის მისაღებად ინსტაგრამზე უნდა ატვირთოთ მაქსიმუმ 90-წამიანი ვიდეო, რომელშიც აჩვენებთ პროექტის შინაარსსა და კავშირს მდგრად განვითარებასთან, ასევე უნდა ახსნათ, მას კლასში როგორ ახორციელებთ.
აუცილებელია ვიდეოზე მონიშნოთ/დათაგოთ Science on Stage Europe, რომ შესაძლებელი იყოს თქვენი ვიდეოს გაზიარება Science on Stage-ის გვერდზე (@scienceonstageeurope).
ყველაზე მეტი მოწონების მქონე ვიდეო მიიღებს სიმბოლურ პრიზებს.
კონკურსი მიმდინარეობს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე.
დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: here.
#sdginstem
________________________________________________________________________
კონკურსის წესები და პირობები:
- ღონისძიების ორგანიზატორია: Science on Stage Europe e.V-ის ოფისი ბერლინში;
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მასწავლებლებს – Science on Stage-ის პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს;
- კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის დაწესებული გადასახადი;
- კონკურსში მონაწილეობით მასწავლებელი ეთანხმება და დაიცავს კონკურსის პირობებს;
- კონკურსის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია და დამატებითი პირობები მოცემულია ბმულზე: https://bit.ly/3u2ttgt;
- კონკურსი ჩატარდება ინსტაგრამზე;
- ერთ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ერთი ჩანაწერის ატვირთვა;
- კონკურსი სრულდება 2021 წლის 1 ნოემბერს. ამ თარიღის შემდეგ მიღებული ვიდეოები არ განიხილება;
- მონაწილეობისთვის უნდა დაიცვათ კონკურსის წესები:
- ატვირთეთ 90-წამიანი ვიდეო ინსტაგრამზე (IGTV). რომელშიც აჩვენებთ თქვენს პროექტს, თუ როგორ ჩართეთ კლასის მუშაობაში მდგრადი განვითარების მიზნები;
- ვიდეოს ატვირთვისას აუცილებლად უნდა მონიშნოთ/დათაგოთ Science on Stage Europe (@scienceonstageeurope);
- კონკურსის ვადა: 2021 წლის 1 ოქტომბერი – 1 ნოემბერი;
- მასწავლებელი, რომლის ვიდეოც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, მიიღებს სიმბოლურ საჩუქარს;
- მოწონება, ანუ like-ების რაოდენობა, დაითვლება 2021 წლის 1 ნოემბრის 10:00 საათის (CET) მონაცემით.
- შინაარსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა იყოს მასწავლებლის ორიგინალური ნამუშევარი და არ იყოს აღებული სრულად ან ნაწილობრივ სხვა წყაროდან;
- უნდა ჩანდეს, რომ შინაარსი რეალურია;
- შინაარსი არ უნდა არღვევდეს რომელიმე მესამე მხარის უფლებებს;
- შინაარსი არ უნდა იყოს გამოსაქვეყნებლად შეუსაბამო ან უვარგისი (მაგ., შეიცავდეს სიშიშვლეს, უხამსობას ან სიძულვილის ენას);
- გაითვალისწინეთ, რომ წერილობითი თანხმობა უნდა გქონდეთ ყველა იმ პირისა, რომელთა სახეებიც გამოჩნდება ვიდეოსა თუ ფოტომასალაში; არასრულწლოვანი პირების შემთხვევაში კი – მათი კანონიერი მეურვის წერილობითი თანხმობა;
- ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ან გააუქმოს კონკურსი და მოცემული წესები კატასტროფის, ომის, სამოქალაქო თუ სამხედრო არეულობის ან რაიმე მოქმედი კანონის ან რეგულაციის ფაქტობრივი ან მოსალოდნელი დარღვევისას. ორგანიზატორი უმოკლეს ვადაში აცნობებს მონაწილეებს აღნიშნული ცვლილებების შესახებ;
- ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის მიერ შემოთავაზებულ პრიზებსა და პრიზების შესახებ ინფორმაციის სისწორეზე;
- პრიზები:
- ზურგჩანთა ყოველდღიური გამოყენებისთვის, ფუნქციური, ბევრი საჭირო დეტალით. დამზადებული გარემოს არადამაბინძურებელი მასალისგან;
- პრიზი განსაზღვრულია და თანხა ან სხვა ალტერნატივა არ იქნება შემოთავაზებული. პრიზები ხელმისაწვდომია და ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ისინი შეთანხმების გარეშე შეცვალოს სხვა მსგავსი პრიზებით;
- გამარჯვებულები შეირჩევიან სოციალური მედიაპლატფორმის გამოყენებით (ინსტაგრამის მოწონებები), ხოლო Science on Stage დაითვლის ხმებს და გამოაცხადებს შედეგებს;
- გამარჯვებულს შეტყობინება გაეგზავნება მეილზე ან ინსტაგრამზე კონკურსის დასრულებიდან 28 დღის განმავლობაში. თუ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში გამარჯვებული პრიზს არ აიღებს, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ის გადასცეს შემდეგ გამარჯვებულს;
- ორგანიზატორი შეატყობინებს გამარჯვებულს, როდის და სად მიიტანენ მის კუთვნილ პრიზს;
- ორგანიზატორის გადაწყვეტილება კონკურსთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე იქნება საბოლოო და არ დაექვემდებარება არანაირ კორესპონდენციას;
- გამარჯვებული ეთანხმება, რომ ორგანიზატორმა გამოიყენოს:
- მისი სახელი;
- ქვეყნის დასახელება;
- ინსტაგრამი;
- ფოტოსურათი;
- ვიდეო, რომელიც მონაწილემ კონკურსისთვის ატვირთა.
გამარჯვებულის თუ სხვა მონაწილის ნებისმიერ საჯარო მასალას (საწყისი გვერდი, საინფორმაციო ბიულეტენი, Instagram, Twitter, Facebook, YouTube, LinkedIn) და ნებისმიერ სხვა პერსონალურ მონაცემს (როგორიცაა პირადი მისამართი), ორგანიზატორი გამოიყენებს მხოლოდ მონაცემთა დაცვის ზოგადი დებულების (GDPR) შესაბამისად. ინფორმაცია არ იქნება გამჟღავნებული მესამე პირისთვის მონაწილის წინასწარი თანხმობის გარეშე. გამარჯვებული თავის ინფორმაციას მიაწვდის Science on Stage-ს და არა რომელიმე სხვა მხარეს. მოწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად (ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ here);
- კონკურსში მონაწილეობა ავტომატურად ჩაითვლება მოცემულ წესებსა და პირობებზე თანხმობად;
- ეს კონკურსი არ არის დაფინანსებული, ადმინისტრირებული, ან ასოცირებული Instagram-თან, Facebook-თან, Twitter-თან ან სხვა სოციალურ ქსელთან;
- ინსტაგრამი არ არის პასუხისმგებელი ამ კონკურსზე. კონკურსთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა არ უნდა იყოს მიმართული მისკენ;
- Science on Stage-ს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს შეხედულებისამებრ შეცვალოს მოცემული პირობები. ცვლილება ამოქმედდება ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
მეორე ეროვნული ფესტივალის ვიდეო ჩანაწერი
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
მეორე ეროვნული ფესტივალი – Science On Stage – ,,მეცნიერება მთავარ როლში”.
19 ივნისი 2021 წელი.











