მეორე ეროვნული ფესტივალის ვიდეო ჩანაწერი
მეორე ეროვნული ფესტივალი – Science On Stage – ,,მეცნიერება მთავარ როლში”.
19 ივნისი 2021 წელი.
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
მეორე ეროვნული ფესტივალი – Science On Stage – ,,მეცნიერება მთავარ როლში”.
19 ივნისი 2021 წელი.
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
19 ივნისს, შაბათს ფესტივალი გამორჩეულად საინტერესოდ წარიმართა. წარმოდგენილი იყო 19 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნამუშევარი. განსაკუთრებით აღსანიშნია ის ძალისხმევა, რომელიც გაწია თოთოეულმა მონაწილემ პანდემიის რთულ პერიოდში.
საერთაშორისო ფესტივალზე წარსადგენად ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა ოთხი პროექტი სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც საქართველოს სახელით წარსდგება საერთაშორისო ფესტივალზე პრაღაში 2022 წლის მარტში. გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება მიექცა თუ რამდენად იყო პროექტში განხორციელებული კვლევა მოსწავლეთა მონაწილეობით.
შერჩეული პროექებია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პატარებისთვის
პროექტი: ელექტრობა ჩვენს ცხოვრებაში
ხელმხძღვანელი/მასწავლებელი: ინგა შავაძე
სკოლა: სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლა
მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომები საბუნებისმეტყველო განათლებაში
პროექტი: ქალაქის ყოფა Covid-19 პანდემიის დროს, დანახული VI კლასის მოსწავლის თვალით
ხელმძღვანელი/მასწავლებელი: ინესა ბეჟანოვა
სკოლა: ქართული სასწავლებელი – თბილისი
შემოქმედებითი მიდგომა საბუნებისმეტყველო განათლებაში
პროექტი:STEAM- მცენარეული საღებავების გამოყენების ტრადიციები საქართველოში
ხელმძღვანელი/მასწავლებელი: მარინე ბაგალიშვილი
სკოლა:სსიპ ქალაქ თბილისის #145 საჯარო სკოლა
საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის
პროექტი: – არა პოლიეთილენს!
ხელმძღვანელი/მასწავლებელი: ქეთევან ედიბერიძე,
სკოლა: სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
19 ივნისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, თბილისში გაიმართება მეორე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“ ონლაინ, პლატფორმა ზუმის საშუალებით. ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც წარმოადგენენ მოსწავლეებთან ერთად განხორციელებულ პროექტებს.
ფესტივალის დევიზია „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“.
კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული ოთხი საუკეთესო პროექტი საქართველოს სახელით 2022 წლის მარტში წარდგება საერთაშორისო ფესტივალზე პრაღაში.
პროექტის შესახებ:
Science on Stage – „მეცნიერება მთავარ როლში“ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელია, რომელშიც 30 ქვეყანაზე მეტია გაერთიანებული. საქართველო ამ ქსელის წევრია 2016 წლიდან.
საქართველოში Science on Stage -ის ოფიციალური წარმომადგენელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS-ია .
დრო: 19 ივნისი, 11:00-18:00 საათი
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი, Science on Stage Georgia , საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
„Science on Stage“- ის („მეცნიერება მთავარ როლში“) კონკურსის ფარგლებში პროექტების მიღება დაიწყო!!!
———
მონაწილეობის მსურველებმა 5 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსოთ სარეგისტრაცო ფორმა: https://forms.gle/
———
ეროვნული ფესტივალი გაიმართება 19 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
27 თებერვალს, 19.00 საათზე ჩატარდება „Science on Stage“- ის („მეცნიერება მთავარ როლში“) საინფორმაციო შეხვედრა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ვებინარების სერიას „მოსწავლეთა მიერ შექმნილი სიმულაციები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებისთვის“.
ვებინარების სერია განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS მიერ ახმეტისა და რუხის ინოვაციების ცენტრებთან თანამშრომლობით.
ვებინარები გაიმართება დისტანციურად პლატფორმა ზუმის მეშვეობით.
ვებინარზე მოსწავლეები წარმოადგენენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებისთვის სიმულაციებს.
_________________________________________________________________________________________________________________________________________________
მოსწავლეთა სიმულაციები: „ჭკვიანი რუკა“, „თავისუფალი ვარდნა“, „კარუსელი“; „რეფლექსური რკალი“, „რეფლექსური რკალის კომპონენტები“
დრო: 20 ნოემბერი, 19:00 საათი
ვებინარის ბმული: https://cutt.ly/egXVrab
ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://cutt.ly/wgXVKld
_______________________________________________________________________________
მოსწავლეთა სიმულაციები: „ინკუბატორი“, „მკვეხარა ქოთანი“, „ღარიბი და ქილა ერბო“
დრო: 27 ნოემბერი, 19:00 საათი
ვებინარის ბმული: https://cutt.ly/hgXVuin
ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://cutt.ly/IgXN7AD
____________________________________________________________________________
მოსწავლეთა სიმულაციები: სინათლის სიჩქარის განსაზღვრა ასტრონომიული მეთოდებით; წრეწირის ფართობის დადგენა; ჰორიზონტალურად გასროლილი სხეული; „გაიცანი სვანეთი“
დრო: 11 დეკემბერი, 19:00 საათი
ვებინარის ბმული: https://bit.ly/2IlRewu
ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3lTolFw
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს მოსწავლეებთან ერთად გიწვევთ კოდირების ევროპულ ლიგაში მონაწილეობის მისაღებად!
გახდით კრეატიულები, წარმოგვიდგინეთ კოდირების ინოვაციური პროექტები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის STEM გაკვეთილებისთვის.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 1-ლი დეკემბერი.
ჩვენ ვეძებთ
თქვენ მიერ მოსწავლეებთან ერთად შემუშავებულ კოდირების პროექტებს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ციფრული ინსტრუმენტები, როგორებიცაა მიკროკონტროლერი (Arduino, Raspberry Pi, Calliope და ა.შ.) ან / და სხვადასხვა პროგრამული გარემო და ენები (Snap !, Scratch, C ++ და ა.შ.).
კატეგორიები:
როგორ მუშაობს სამყარო ჩვენ გარშემო? მოსწავლეები ქმნიან სიმულაციებს, აანალიზებენ და შეისწავლიან საბუნებისმეტყველო მოვლენებს ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით.
როგორ ვიყენებთ ციფრულ ხელსაწყოებს ჩვენ გარშემო სამყაროში ორიენტაციისთვის? მოსწავლეები გარემოსთან ურთიერთობის მიზნით შეიმუშავებენ დიზაინს, იყენებენ კოდირებას და ქმნიან სხვადასხვა აპლიკაციას (ინტერნეტი, ადამიანი-მანქანის ინტერფეისი, დისტანციური კონტროლი და ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.).
როგორ გამოვიყენოთ ციფრული ხელსაწყოები ბუნებისა და გარემოს შესასწავლად და დასაცავად (სიმულაციის, მიკროკონტროლერის, სენსორების და ა.შ. გარემოსდაცვითი ასპექტების განხორციელება)?
ინსპირაცია შეგიძლიათ იპოვოთ სასწავლო მასალაში „კოდირება STEM განათლებაში“.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის STEM–ის მასწავლებელს თავის მოსწავლეებთან ერთად.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
განახორციელეთ პროექტი მოსწავლეებთან ერთად და წარმოადგინეთ პოსტერისა და მოკლე ფილმის სახით ინგლისურ ენაზე.
თქვენ უნდა გამოგზავნოთ:
შეგიძლიათ ვიდეო გაგზავნოთ Google Drive, Wetransfer ან Dropbox გამოყენებით.
პროექტი უნდა გაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე : coding@science-on-stage.eu.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1-ლი დეკემბერი 2020 წელი.
განაცხადებს შეაფასებს ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით:
რა ხდება შემდეგ?
შემოსული აპლიკაციებიდან ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო გუნდს (3 მოსწავლე და 2 მასწავლებელი თითო გუნდში). შერჩეული გუნდები წარადგენენ პროექტის შედეგებს საერთაშორისო ფინალზე.
კოდირების ევროპული ლიგის ფინალი გაიმართება 2021 წლის გაზაფხულზე ტექნომუზეუმში, ქალაქ მანჰაიმში (გერმანია).
საუკეთესო გუნდის არჩევისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია: კრეატიულობა, მოსწავლეთა ჩართულობა, პროექტის შინაარსი და შედეგების პრეზენტაცია.
პრიზები
გამარჯვებული მასწავლებლები 2022 წელს Science On Stage-ის საერთაშორისო ფერსტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
მოსწავლეებისთვის კი მზადდება სიურპრიზი!
გისურვებთ წარმატებას!
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
2016 წლის ნოემბრიდან საქართველო შეუერთდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ევროპულ პლატფორმას – Science on Stage.
Science on Stage-ის საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS.
დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით STEAM მასწავლებლებისთვის დაიგეგმა ვებინარების სერია.
დეტალური ინფორმაციის გასაცნობად დარეგისტრირდით და მონაწილეობა მიიღეთ ვებინარში:
აირჩიეთ სასურველი ვებინარი ბმულზე: www.science-on-stage.eu/our-virtual-events
გაგზავნეთ შეტყობინება ინგლისურ ენაზე ელფოსტაზე: info@science-on-stage.eu , რომელშიც მიუთითებთ არჩეული ვებინარის სახელს, თქვენს სრულ სახელს, რა საგანს ასწავლით და რომელი ქვეყნიდან ხართ.
ინფორმაციის გაგზავნის შემდეგ მიიღებთ ვებინარის ბმულს.
გათვალისწინეთ, პირველი ვებინარი დაგეგმილია 26 მაისს.
შეხვედრები გაიმართება ინგლისურ ენაზე.
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
21 მაისს, 16:00 საათზე, გაიმართება ვებინარი თემაზე: „კვლევითი კომპონენტი დისტანციური სწავლების პროცესში“.
თემის მოკლე აღწერა:
ვებინარზე განხილული იქნება დისტანციური სწავლების პროცესში კვლევითი აქტივობების დანერგვის მნიშვნელობა და გამოწვევები. შემოგთავაზებთ კვლევითი აქტივობების განხორციელების ეფექტურ გზებს, სწავლა-სწავლების პროცესის ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირების პრაქტიკულ მაგალითებსა და დამხმარე რესურსებს, მათ შორის მასწავლებლის მხარდაჭერით, მოსწავლეთა და ოჯახის წევრთა ერთობლივად განხორციელებულ კვლევებს.
მომხსენებლის შესახებ:
ნათია ბაღათრიშვილი – განათლების დოქტორი, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის კახეთის რეგიონული კოორდინატორი, „Science on Stage საქართველოს“ ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მისი სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა დაკავშირებულია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში კვლევითი აქტივობების მნიშვნელობის გააზრებასა და პრაქტიკულ დანერგვასთნ.
სარეგისტრაციო ბმული: https://fundacjaszk.clickmeeting.pl/kmo2020/register
ვებინარის ბმული: https://fundacjaszk.clickmeeting.com/kmo2020
დრო: 21 მაისი, 16:00 საათი
Nato Samkharadze Uncategorized @ka, სიახლე
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო კონფერენცია ’’საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის’’ 16 მაისს არ ჩატარდება. მადლობა იმ პედაგოგებს, ვინც განაცხადი გამოაგზავნა.
კონფერენციის ჩატარების ახალი თარიღი, ასევე მონაწილეთა რეგისტრაცია დამატებით გამოცხადდება ჩვენს ვებ გვერდზე, თვალი ადევნეთ სიახლეებს.