საინფორმაციო შეხვედრა – „Science on Stage – მეცნიერება მთავარ როლში“
27 თებერვალს, 19.00 საათზე ჩატარდება „Science on Stage“- ის („მეცნიერება მთავარ როლში“) საინფორმაციო შეხვედრა.
27 თებერვალს, 19.00 საათზე ჩატარდება „Science on Stage“- ის („მეცნიერება მთავარ როლში“) საინფორმაციო შეხვედრა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ვებინარების სერიას „მოსწავლეთა მიერ შექმნილი სიმულაციები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებისთვის“.
ვებინარების სერია განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS მიერ ახმეტისა და რუხის ინოვაციების ცენტრებთან თანამშრომლობით.
ვებინარები გაიმართება დისტანციურად პლატფორმა ზუმის მეშვეობით.
ვებინარზე მოსწავლეები წარმოადგენენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებისთვის სიმულაციებს.
_________________________________________________________________________________________________________________________________________________
მოსწავლეთა სიმულაციები: „ჭკვიანი რუკა“, „თავისუფალი ვარდნა“, „კარუსელი“; „რეფლექსური რკალი“, „რეფლექსური რკალის კომპონენტები“
დრო: 20 ნოემბერი, 19:00 საათი
ვებინარის ბმული: https://cutt.ly/egXVrab
ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://cutt.ly/wgXVKld
_______________________________________________________________________________
მოსწავლეთა სიმულაციები: „ინკუბატორი“, „მკვეხარა ქოთანი“, „ღარიბი და ქილა ერბო“
დრო: 27 ნოემბერი, 19:00 საათი
ვებინარის ბმული: https://cutt.ly/hgXVuin
ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://cutt.ly/IgXN7AD
____________________________________________________________________________
მოსწავლეთა სიმულაციები: სინათლის სიჩქარის განსაზღვრა ასტრონომიული მეთოდებით; წრეწირის ფართობის დადგენა; ჰორიზონტალურად გასროლილი სხეული; „გაიცანი სვანეთი“
დრო: 11 დეკემბერი, 19:00 საათი
ვებინარის ბმული: https://bit.ly/2IlRewu
ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3lTolFw
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს მოსწავლეებთან ერთად გიწვევთ კოდირების ევროპულ ლიგაში მონაწილეობის მისაღებად!
გახდით კრეატიულები, წარმოგვიდგინეთ კოდირების ინოვაციური პროექტები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის STEM გაკვეთილებისთვის.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 1-ლი დეკემბერი.
ჩვენ ვეძებთ
თქვენ მიერ მოსწავლეებთან ერთად შემუშავებულ კოდირების პროექტებს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ციფრული ინსტრუმენტები, როგორებიცაა მიკროკონტროლერი (Arduino, Raspberry Pi, Calliope და ა.შ.) ან / და სხვადასხვა პროგრამული გარემო და ენები (Snap !, Scratch, C ++ და ა.შ.).
კატეგორიები:
როგორ მუშაობს სამყარო ჩვენ გარშემო? მოსწავლეები ქმნიან სიმულაციებს, აანალიზებენ და შეისწავლიან საბუნებისმეტყველო მოვლენებს ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით.
როგორ ვიყენებთ ციფრულ ხელსაწყოებს ჩვენ გარშემო სამყაროში ორიენტაციისთვის? მოსწავლეები გარემოსთან ურთიერთობის მიზნით შეიმუშავებენ დიზაინს, იყენებენ კოდირებას და ქმნიან სხვადასხვა აპლიკაციას (ინტერნეტი, ადამიანი-მანქანის ინტერფეისი, დისტანციური კონტროლი და ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.).
როგორ გამოვიყენოთ ციფრული ხელსაწყოები ბუნებისა და გარემოს შესასწავლად და დასაცავად (სიმულაციის, მიკროკონტროლერის, სენსორების და ა.შ. გარემოსდაცვითი ასპექტების განხორციელება)?
ინსპირაცია შეგიძლიათ იპოვოთ სასწავლო მასალაში „კოდირება STEM განათლებაში“.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის STEM–ის მასწავლებელს თავის მოსწავლეებთან ერთად.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
განახორციელეთ პროექტი მოსწავლეებთან ერთად და წარმოადგინეთ პოსტერისა და მოკლე ფილმის სახით ინგლისურ ენაზე.
თქვენ უნდა გამოგზავნოთ:
შეგიძლიათ ვიდეო გაგზავნოთ Google Drive, Wetransfer ან Dropbox გამოყენებით.
პროექტი უნდა გაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე : coding@science-on-stage.eu.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1-ლი დეკემბერი 2020 წელი.
განაცხადებს შეაფასებს ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით:
რა ხდება შემდეგ?
შემოსული აპლიკაციებიდან ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო გუნდს (3 მოსწავლე და 2 მასწავლებელი თითო გუნდში). შერჩეული გუნდები წარადგენენ პროექტის შედეგებს საერთაშორისო ფინალზე.
კოდირების ევროპული ლიგის ფინალი გაიმართება 2021 წლის გაზაფხულზე ტექნომუზეუმში, ქალაქ მანჰაიმში (გერმანია).
საუკეთესო გუნდის არჩევისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია: კრეატიულობა, მოსწავლეთა ჩართულობა, პროექტის შინაარსი და შედეგების პრეზენტაცია.
პრიზები
გამარჯვებული მასწავლებლები 2022 წელს Science On Stage-ის საერთაშორისო ფერსტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
მოსწავლეებისთვის კი მზადდება სიურპრიზი!
გისურვებთ წარმატებას!
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
2016 წლის ნოემბრიდან საქართველო შეუერთდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ევროპულ პლატფორმას – Science on Stage.
Science on Stage-ის საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS.
დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით STEAM მასწავლებლებისთვის დაიგეგმა ვებინარების სერია.
დეტალური ინფორმაციის გასაცნობად დარეგისტრირდით და მონაწილეობა მიიღეთ ვებინარში:
აირჩიეთ სასურველი ვებინარი ბმულზე: www.science-on-stage.eu/our-virtual-events
გაგზავნეთ შეტყობინება ინგლისურ ენაზე ელფოსტაზე: info@science-on-stage.eu , რომელშიც მიუთითებთ არჩეული ვებინარის სახელს, თქვენს სრულ სახელს, რა საგანს ასწავლით და რომელი ქვეყნიდან ხართ.
ინფორმაციის გაგზავნის შემდეგ მიიღებთ ვებინარის ბმულს.
გათვალისწინეთ, პირველი ვებინარი დაგეგმილია 26 მაისს.
შეხვედრები გაიმართება ინგლისურ ენაზე.
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
21 მაისს, 16:00 საათზე, გაიმართება ვებინარი თემაზე: „კვლევითი კომპონენტი დისტანციური სწავლების პროცესში“.
თემის მოკლე აღწერა:
ვებინარზე განხილული იქნება დისტანციური სწავლების პროცესში კვლევითი აქტივობების დანერგვის მნიშვნელობა და გამოწვევები. შემოგთავაზებთ კვლევითი აქტივობების განხორციელების ეფექტურ გზებს, სწავლა-სწავლების პროცესის ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირების პრაქტიკულ მაგალითებსა და დამხმარე რესურსებს, მათ შორის მასწავლებლის მხარდაჭერით, მოსწავლეთა და ოჯახის წევრთა ერთობლივად განხორციელებულ კვლევებს.
მომხსენებლის შესახებ:
ნათია ბაღათრიშვილი – განათლების დოქტორი, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის კახეთის რეგიონული კოორდინატორი, „Science on Stage საქართველოს“ ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მისი სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა დაკავშირებულია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში კვლევითი აქტივობების მნიშვნელობის გააზრებასა და პრაქტიკულ დანერგვასთნ.
სარეგისტრაციო ბმული: https://fundacjaszk.clickmeeting.pl/kmo2020/register
ვებინარის ბმული: https://fundacjaszk.clickmeeting.com/kmo2020
დრო: 21 მაისი, 16:00 საათი
Nato Samkharadze Uncategorized @ka, სიახლე
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო კონფერენცია ’’საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის’’ 16 მაისს არ ჩატარდება. მადლობა იმ პედაგოგებს, ვინც განაცხადი გამოაგზავნა.
კონფერენციის ჩატარების ახალი თარიღი, ასევე მონაწილეთა რეგისტრაცია დამატებით გამოცხადდება ჩვენს ვებ გვერდზე, თვალი ადევნეთ სიახლეებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS-ი იწვევს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს მე-3 ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ეძღვნება თემას – ’’საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის’’.
კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება ფართო აუდიტორიას გაუზიარონ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის საუკეთესო გამოცდილება კონფერენცია ჩატარდება ა.წ. 16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონაწილე მასწავლებლებს შეეძლებათ ჩაატარონ ვორქშოპი, წარადგინონ ზეპირი მოხსენება ან პოსტერი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნეოთ ა.წ. 31 მარტამდე.
განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://forms.gle/ARgVQrJ7e9WeXggP6
თითოეული მოხსენებისთვის/ ვორკშოპისთვის თუ პოსტერისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს მოკლე აღწერა (აბსტრაქტი), არაუმეტეს 300 სიტყვისა.
წარმოდგენილ განაცხადებს შეაფასებს ჟიური.
განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
პედაგოგიური მიდგომის ორიგინალურობა
კავშირი ყოველდღიურ ცხოვრებასთან
წარმოდეგნილ აქტივობას/აქტივობებს აქვს მდგრადი შედეგი
წარმოდეგნილი აქტივობა/აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის ზრდას
მოხსენება კავშირშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან ზეპირ მოხესენებას დაეთმობა 15 წუთი, ვორქშოპს – 90 წუთი, პოსტერის (ზომა: A1594X841მმ) პრეზენტაციას – 1 წუთი.
მომხსენებლები შეტყობინებას მიიღებენ არაუგვიანეს 12 აპრილისა.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.
მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 15 აპრილიდან 1 მაისამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: salis@iliauni.edu.ge
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
21 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“ („მეცნიერება მთავარ როლში“) ეგიდით საბუნებისმეტყველო საგნების (ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, ქიმია, ბილოგია) პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ, SALiS ლაბორატორიაში ჩატარდა ვორქშოპი ფიზიკის მასწავლებლებისთვის. ვორკშოპს უძღვებოდნენ „Science on Stage“-ის საერთაშორისო ფესტივალის (პორტუგალია, 2019) მონაწილე მასწავლებლები – ქეთევან ტატიშვილი, ნინო აბესაძე, ლალი მგელაძე და ვაჟა ტეტუნაშვილი.
ფესტივალის ფოტოები იხილეთ: https://salis.iliauni.edu.ge/sainphormatsio
ფესტივალის ვებ. გვერდი: https://www.science-on-stage.eu/page/display/4/97/0/s
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
21 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ევროპული მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“ („მეცნიერება მთავარ როლში“) ეგიდით საბუნებისმეტყველო საგნების (ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, ქიმია, ბილოგია) პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას მომავალი ეროვნული ფესტივალის „მეცნიერება მთავარ როლში“ შესახებ, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის, SALiS-ის ორგანიზებით გაიმართება. ფესტივალის საუკეთესო პროექტებს კი 2021 წელს პრაღაში საქართველოს სახელით წარადგენენ.
წელს, ნოემბერში, „Science on Stage“-ის საერთაშორისო ფესტივალზე პორტუგალიაში საქართველო წარმოადგინა ოთხმა მასწავლებელმა – ქეთევან ტატიშვილმა, ნინო აბესაძემ, ლალი მგელაძემ და ვაჟა ტეტუნაშვილმა. შეხვედრაზე ფესტივალის მონაწილე მასწავლებლები დამსწრეთ გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს პორტუგალიაში წარდგენილი პროექტების შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, 13:00 საათზე, ფიზიკის მასწავლებლებს ვიწვევთ ვორკშოპზე SALiS ლაბორატორიაში, სადაც წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ფესტივალის ფიზიკის პროექტები. ვორკშოპის სპეციფიკიდან გამომდინარე 21 დეკემბერს მოვიწვევთ პირველ 20 დარეგისტრირებულ მასწავლებელს. დიდი ინტერესის შემთხვევაში შესაძლებელია, ვორშოპი დამატებით ჩატარდეს.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 დეკემბერი, 23.59
დრო: 21 დეკემბერი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიების ახალი კორპუსი, T 102- საინფორმაციო შეხვედრა (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5)
SALiS ლაბორატორია, G კორპუსი, მე-5 სართული – ვორკშოპი.
რეგისტრაციისას ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
577 96 25 10 ან 577 41 52 42
Nato Samkharadze Science on Stage საქართველო, სიახლე
2019 წლის 31 ოქტომბერს – 3 ნოემბერს, პორტუგალიაში Science on Stage ის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც საქართველოდან ოთხი მასწავლებელი წარსდგა. ქეთევან ტატიშვილმა, ნინო აბესაძემ, ლალი მგელაძემ და ვაჟა ტეტუნაშვილმა თავიანთი პროექტები წარადგინეს ფესტივალზე, რომელსაც 34 ქვეყნის 450 პედაგოგი ესწრებოდა და თავიანთ საუკეთესო გამოცდილებას უზიარებდა დამსწრე საზოგადოებას. ქართულმა პროექტებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ფესტივალის ფოტოები იხილეთ: https://salis.iliauni.edu.ge/science-on-stage-saerthashoriso-phestivali-portugaliashi/
ფესტივალის ვებ. გვერდი: https://www.science-on-stage.eu/page/display/4/97/0/s