salis.iliauni.edu.ge
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • კვლევები
  • პროექტები
  • პუბლიკაციები
  • ღონისძიებები
    • კონფერენციები
    • სემინარები
    • ტრენინგები
    • ფესტივალები
    • ვებინარები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტი

კონკურსი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის

Science on Stage საქართველო

გაცნობებთ, რომ Science on Stage გერმანია იწყებს ახალ პროექტს დაწყებითი
სკოლებისათვის. პროექტში მონაწილეობას მიიღებს დაწყებითი საფეხურის 20
მასწავლებელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. პროექტის სამუშაო თემაა „STEM
ექსპერიმენტების სასწავლო ვიდეო“ დაწყებითი საფეხურისთვის.

პროექტის მიზნები:
– პროეტის „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში STEM
ექსპერიმენტების სასწავლო ვიდეობის შექმნა თემაზე: „შევიმეცნოთ და გადავარჩინოთ
ბუნება“.
– დამხმარე მასალების განვითარება დაწყებითი საფეხურისთვის დიფერენცირებული
მიდგომებისთვის.
– გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის უნარებისა და შემოქმედებითი უნარების
განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში.აპლიკაციის პროცესი:
პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, ჩამოტვირთოთ და შეავსოთ თანდართული ფორმა

https://docs.google.com/document/d/1weqNSv6mPhWK_siiTWcYojGVmFcH9Phh/edit?usp=sharing&ouid=114883089247770323734&rtpof=true&sd=true

(ივსება მხოლოდ ფორმა).

 პროექტში შეირჩევა დაწყებითი საფეხურის 20 მასწავლებელი,
რომელიც იმუშავებს საერთაშორისო გუნდში წელიწად-ნახევრის განმავლობაში.
შერჩევის შემთხვევაში, თქვენ მონაწილეობას მიიღებთ 2 შეხვედრაში – 2023 წლის
გაზაფხულზე და 2024 წლის გაზაფხულზე. პირველი შეხვედრა გაიმართება 2023 წლის
14-16 აპრილს, ბერლინში. ორივე შეხვედრაში მონაწილეობა სავალდებულოა.

პროექტის ორგანიზატორია Science on Stage Germany. მგზავრობის, ცხოვრების და
კვების ხარჯები მთლიანად დაფინანსდება ორგანიზატორების მიერ.
შევსებული განაცხადი უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე:
info@science-on-stage.de.
განცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 თებერვალი.
მოსწავლეთა ლაბორატორია ფიზიკაში მესამე ეროვნული ფესტივალი

Related Posts

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით.

2

Science on Stage საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა მეოთხე ეროვნულ ფესტივალთან დაკავშირებით

IMG_4955

Science on Stage საქართველო

ევროპის მე-13 ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

salis.iliauni.edu.ge
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 2015

საიტი დამზადებულია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ