საერთაშორისო კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
2018 წლის 23 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრისა და რუსთავის მე-12 საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის საჯარო სკოლების, ასევე თელავის მე-7 საჯარო სკოლის და ისრაელის გედერას და კირიათ გადის სკოლის მოსწავლეებმა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ შესრულებული პროექტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. საქართველოსა და ისრაელის სკოლები საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ის საშუალებით დამეგობრდნენ. 2016-2017 წლებში ქართველმა მოსწავლეებმა თელავის მე-7 და რუსთავის მე-12 საჯარო სკოლებიდან მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციებში ისრაელში.